კიევში მყოფმა ინჟინერმა Starlink-ის ინტერნეტკავშირის გამართვა შეძლო
უკრაინის დედაქალაქ კიევში მომუშავე ინჟინერმა ოლეგ კუტკოვმა გამართა თავისი Starlink-ის კავშირი. ეს ინტერნეტ სერვისების გადაუდებელი სარეზერვო შემთხვევისთვის, თუ რუსეთის შემოჭრის დროს ინტერნეტზე წვდომა შეწყდება. ინფორმაციას Business Insider ავრცელებს.
რუსეთის თავდასხმის შემდეგ, უკრაინის მთავრობამ სთხოვა SpaceX-ს რეგიონში სატელიტური ინტერნეტის გააქტიურება. Business Insider-ის თანახმად, Starlink-ის ნაკრები, რომელიც შედგება ტერმინალისა და როუტერისგან, კუტკოვმა თავისთვის ჯერ კიდევ დეკემბერში შეიძინა. ახლა კი, როგორც ჩანს, მისი გამართვაც შეძლო.
კომერციული მომსახურება უკრაინის მთავრობის მოთხოვნიდან რამდენიმე საათში დაიწყო, განუცხადა კუტკოვმა Business Insider-ს. კუტკოვმა ასევე აღნიშნა, რომ მას პირველად შეექმნა პრობლემები, რადგან მისი ანგარიში რეგისტრირებული იყო აშშ-ში, მაგრამ SpaceX-ის ჯგუფი ამ პრობლემის მოგვარებაში მალევე დაეხმარა.
ამის დამადასტურებელი სურათი მან Twitter-ზეც გამოაქვეყნა.
როგორ მუშაობს სატელიტური ინტერნეტი
SpaceX თანამგზავრზე დაფუძნებული ინტერნეტ კავშირების მიწოდებაზე აქტიურად მუშაობს. ამ მხრივ აქტიურობს HughesNet და Viasat, ორი სხვა ცნობილი პროვაიდერი აშშ-ში, ხოლო Amazon ასევე აპირებს შესთავაზოს ეს სერვისი Project Kuiper-ის მეშვეობით.
გარდა თქვენს სახლში არსებული როუტერისა, რომელიც აკავშირებს მოწყობილობებს ინტერნეტთან და ტერმინალს სახლის გარეთ, სატელიტური ინტერნეტ სერვისი ასევე მოიცავს გეოსტაციონარული თანამგზავრების ნაკრებს, რომლებიც იღებენ და გადასცემენ სიგნალებს ცაში.
მომხმარებლების მიერ გაგზავნილი მოთხოვნები ისეთი ქმედებებით, როგორიცაა ბმულზე დაწკაპუნება ან YouTube-ის ვიდეოს ჩართვა, მიიღება სატელიტების მიერ და შემდეგ იგზავნება ქსელის ოპერაციების ცენტრში (NOC). ეს ყველაფერი წამებში ხდება და Starlink-ის მსგავსად სხვა კომპანიებიც ცდილობენ ამ პროცესების კიდევ უფრო დაჩქარებას.
გასულ თვეს, SpaceX-ის გუნდი დაეხმარა ვულკანის ამოფრქვევით დაზარალებულ ტონგას სამყაროსთან დაკავშირებაში, ხოლო ახლა ისინი უკრაინისთვის ცდილობენ ინტერნეტის მიწოდებას.
რამდენიმე დღის წინ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, მიხაილო ფიოდოროვმა მასკს Twitter-ის საშუალებით მიმართა და სთხოვა უკრაინა Starlin სადგურებით მოემარაგებინა. მეორე დღეს მაკსმა ფიოდოროვს უპასუხა, რომ Starlink უკრაინაში უკვე გააქტიურდა და მალე ქვეყანას ტერმინალებითაც მოამარაგებენ.
ცნობისთვის, Starlink სატელიტური ინტერნეტ სერვისია, რომლის მიზანიც დედამიწის ნებისმიერი წერტილის სწრაფი ინტერნეტით უზრუნველყოფაა. ამჟამად, დედამიწის ქვედა ორბიტაზე Starlink-ის 2 091 ხელოვნური თანამგზავრია გაშვებული. ისინი ერთიან ქსელს ქმნიან, რომელსაც სატელიტური ინტერნეტის თანავარსკვლავედსაც უწოდებენ.
კომენტარები