Mossack Fonseca პანამური იურიდიული ფირმაა. მათი სერვისებიდან ერთ-ერთი უმთავრესი ოფშორულ ზონებში კომპანიების დარეგისტრირებაა. ისინი ყოველწლიური საფასურის სანაცვლოდ არეგისტრირებენ და ადმინისტრირებას უწევენ კომპანიებს ისეთ ზონებში, როგორიც არის მაგალითად შვეიცარია, კვიპროსი და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები.
მოსაკ ფონსეკა მსოფლიო მედიის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც 2016 წლის აპრილში ჟურნალისტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ფირმის საიდუმლო დოკუმენტები. ე.წ. პანამის დოკუმენტებში, 11 მილიონ საბუთში ცხადად ჩანდა, თუ როგორ იყენებდნენ მსოფლიოს ცნობილი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები ოფშორულ ზონებს ფულის გასათეთრებლად და გადასახადებისგან თავის ასარიდებლად.
მოსაკ ფონსეკა ოფშორული სერვისების მქონე ერთ-ერთი უმსხვილესი ფირმაა მსოფლიოში. იგი 300 ათასზე მეტ კომპანიას წარმოადგენს.