ხვალ, 20 აპრილს, საქართველოს პარლამენტი 5 აპრილს დარეგისტრირებულ პროექტს განიხილავს, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პენსიაზე გასული წევრებისთვის, პენსიის გარდა, დამატებითი კომპენსაციის დანიშვნას გულისხმობს.

ინიციატივა თავად ცესკოს ეკუთვნის. პარლამენტის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ, საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერის შემთხვევაში, ცვლილება საქართველოს კანონში სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ შევა.

პროექტის მიხედვით:

  • საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეს კომპენსაცია ენიშნება 65 წლის ასაკის მიღწევისას, ან თუ აქვს არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟი, მათ შორის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში მუშაობის არანაკლებ 8 წლის სტაჟი.
  • საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის კომპენსაციის ოდენობაა იმავე თანამდებობაზე მყოფი მოხელის მიმდინარე საშუალო ხელფასის მესამედი.

კანონით, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) შედგება თავმჯდომარისა და 12 წევრისაგან. ცესკოს თავმჯდომარე იმავდროულად არის ცესკოს წევრი.

ამ დროისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის პენსიის ოდენობა 180 ლარს შეადგენს.

ამავე თემაზე: