ცოტა რამ არის ისეთი საყურადღებო, როგორიც ეს ჩერნობილია — 1986 წლის მომაკვდინებელი ბირთვული კატასტროფის ადგილი. შესაბამისად, შეშფოთება გამოიწვია რუსეთის მიერ ჩერნობილზე შეტევამაც.

ჩნდება შეკითხვა, რატომ არის ჩერნობილი რუსების ერთ-ერთი პირველი სამიზნე. მიუხედავად იმისა, რომ სრული პასუხი შესაძლოა მხოლოდ მოსკოვის მაღალჩინოსნებმა იცოდნენ, აღსანიშნავია, რომ ეს უკრაინის დედაქალაქის — კიევისკენ მიმავალი ერთ-ერთ ყველაზე პირდაპირი გზაა.

"ეს ლოკაცია მნიშვნელოვანია იმის გამო, თუ სად არის ჩერნობილი. თუ რუსული ჯარები ჩრდილოეთიდან შეუტევენ კიევს, ჩერნობილი სწორედ რომ გზადაა", — განაცხადა აშშ-ს ყოფილმა გენერალმა ბენ ჰოჯესმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩერნობილი უკრაინა ბელორუსის საზღვრიდან 16 კილომეტრითაა დაშორებული. უკვე აქედან კი, დაახლოებით 128 კილომეტრია კიევამდე. მარშრუტი ბელორუსიიდან კიევამდე ჩერნობილის გავლით შესაძლოა განსაკუთრებით მიმზიდველი იყოს რუსი სამხედროებისთვის. ეს საშუალებას მისცემს მათ გადაკვეთონ მდინარე დნეპერი ბელორუსში და თავიდან აიცილონ პოტენციურად საშიში მანევრი უკრაინას ტერიტორიაზე.

"მათ ეს უნდათ, რადგან მთელი ქვეყნის კონტროლში ჩაგდება სურთ. საბოლოო მიზანი დედაქალაქის ალყაში მოქცევაა", — თქვა ეველინ ფარკასმა, რომელიც ობამას ადმინისტრაციაში თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე იყო რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში.

ჩვენ ვიცით, რომ 1986 წლის აფეთქების შემდეგ, რადიოაქტიური ღრუბელი გადავიდა ევროპის დიდ ნაწილზე. კატასტროფის შემდეგ ქარხნის ირგვლივ რადიოაქტიურობა ათწლეულების განმავლობაში შედარებით შემცირებულია. მიუხედავად ნიადაგის დაბინძურებისა, კვლევებმა აჩვენა, რომ საშიშ ზონაში ცხოველები ნელ-ნელა დაბრუნდნენ.

ახლა კი, ამ დაპირისპირებამ შეიძლება სიტუაცია კვლავ გააუარესოს და რადიოაქტიური დაბინძურების გავრცელების ახალი საფრთხეები გაჩნდეს.

ასევე: ჩერნობილში, გაუცხოების ზონაში რადიაციის ზრდა დაფიქსირდა

მას შემდეგ, რაც რუსეთმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი დაამყარა, გაუცხოების ზონაში რადიაციის ზრდა დაფიქსირდა. უკრაინის უმაღლესი რადის განცხადებით, რადიაციის კონტროლის ავტომატური სისტემის მონაცემების თანახმად, ჩერნობილის გაუცხოების ზონაში არსებული დაკვირვების პუნქტების მნიშვნელოვან ნაწილში, გამა გამოსხივების მაჩვენებელი გაზრდილია

ფარკასმა აღნიშნა, რომ მაშინაც კი, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ არის დაინტერესებული თავად დეკომისირებული ელექტროსადგურით, მოსკოვს სურს ობიექტის გაკონტროლება. ეს მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს უკრაინელ მეამბოხეებთან გაჭიანურებული ბრძოლის ფონზე.

"მათ, რა თქმა უნდა, სურთ მსგავსი საშიში ბირთვული მასალის გაკონტროლება", — ამბობს ფარკასი.

საბჭოთა კავშირმა ჩერნობილის ქარხანა ააშენა, როდესაც აკონტროლებდა უკრაინას. ბევრი 1986 წლის კატასტროფას, საბჭოთა კავშირის დაშლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორადაც მიიჩნევს.

ამ კატასტროფას დიდი პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. მასზე საუბარი დღესაც არ წყდება. ჩერნობილის შესახებ HBO-ს 2019 წლის მინისერიალის პოპულარობის შემდეგ, რომელმაც კატასტროფა საბჭოთა არასწორი მენეჯმენტის პროდუქტად წარმოაჩინა, კრემლის მხარდაჭერილმა სატელევიზიო ქსელმა გაუშვა საკუთარი სერიები, სადაც ადანაშაულებდა CIA-ს.

წარმოების დაუზიანებელი რეაქტორები აგრძელებდნენ უკრაინის ელექტროენერგიის წარმოებას 2000 წლამდე, სანამ ქარხანა სამუდამოდ არ დაიხურა.

"ეს ახლა უსარგებლო უძრავი ქონებაა, მაგრამ თუ კიევის სწრაფად აღება გსურს, გზად ჩერნობილია", — ამბობენ ექსპერტები.