მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე პატარა, მტვრის ნაწილაკის ზომის ბატარეა შექმნეს
კემნიცის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს მსოფლიოში ყველაზე პატარა ბატარეა —მოწყობილობა, რომელიც შეიძლება გამოიყენონ ადამიანის სხეულში მცირე სენსორების გასაძლიერებლად. კვლევა Advanced Energy Materials-ში გამოქვეყნდა.
მკვლევრებმა პოლიმერების, მეტალისა და დიელექტრიკული მასალებისგან დამზადებული დენის კოლექტორები და ელექტროდების ზოლები წყლის ზედაპირზე მოათავსეს. მათ მიღებული მოწყობილობა აღწერეს, როგორც "თვითდახვეული ცილინდრიანი მიკრო-ბატარეა".
მტვრის ნაწილაკივით პატარა ბატარეა
მიკრო-ბატარეა დაახლოებით მტვრის ნაწილაკის ზომისაა — ერთი კვადრატული მილიმეტრის სიგანე — და აქვს მინიმალური ენერგიის სიმკვრივე 100 მიკროვატი კვადრატულ სანტიმეტრზე.
"ამ ტექნოლოგიას განვიტარების უდიდესი პოტენციალი აქვს და ჩვენ კიდევ უფრო მძლავ მიკრო-ბატარეებს უნდა ველოდოთ", — თქვა კვლევის ხელმძღვანელმა ოლივერ შმიდტმა.
ახალი მოწყობილობის მხარდამჭერი გუნდი ამბობს, რომ მათ ქმნილებას საბოლოოდ ადამიანის სხეულში ბიოსენსორების პატარა ჩიპებში გამოიყენებენ. ამასთან, ისინი აცხადებენ, რომ მიკრო-ბატარეას შეუძლია მსოფლიოს ყველაზე პატარა კომპიუტერის ჩიპებს ენერგია დაახლოებით 10 საათის განმავლობაში მიაწოდოს. ეს ბევრ ახალ შესაძლებლობას გააჩენს, მათ შორის ბიოსენსორულ მოწყობილობებში.
კომენტარები