10 ცნობილი მშობელი, რომელიც შვილებს საკუთარ როლებს უმალავს
მსახიობებს კარიერის განმავლობაში ერთმანეთისგან განსხვავებული პერსონაჟების განსახიერება უწევთ, რომელთაგან ზოგი ბოროტმოქმედია, ზოგი ბილწსიტყვაობს, ზოგი კი ბავშვებისთვის შეუფერებელ სიუჟეტში მონაწილეობს. ამის გამო ზოგიერთი ვარსკვლავი ცდილობს, საკუთარი კარიერა არასრულწლოვან შვილებს დროებით დაუმალოს.
მაშ ასე, გთავაზობთ 10 ცნობილ მშობელს, რომელიც შვილებს საკუთარ ფილმებსა და სერიალებს უმალავს:
1. ბობ ოდენკირკი
ბობ ოდენკირკი შვილებს Breaking Bad-ს არ აყურებინებდა, რომელშიც ადვოკატი სოლის როლს ასრულებდა. თუ სერიალის სიუჟეტს გავითვალისწინებთ, ბობის გადაწყვეტილებაში უცნაური არაფერია.
2. ჯეისონ მომოა
ჯეისონ მომოამ განაცხადა, რომ შვილებს სამეფო კარის თამაშებს, მაშველებსა და სხვა ადრეულ ნამუშევრებს არ აყურებინებს, თუმცა ბავშვებს მამის მონაწილეობით სუპერგმირების შესახებ ფილმების ნახვის უფლება აქვთ.
"მათ ბევრი ფილმი აქვთ ნანახი, რომლებშიც მამა მონაწილეობს. თუმცა ჩემი ადრეული ნამუშევრების ნახვის უფლება არ აქვთ. პრობლემა არ იქნება, თუ Dune-ს ან Sweet Things-ს უყურებენ, მაგრამ სერიალ მაშველების ნახვა სასტიკად აკრძალულია", — ამბობს ჯეისონ მომოა.
3. ზაკ გალიფიანაკისი
ზაკ გალიფიანაკისმა აკრძალვის მაგივრად უკეთესს ხერხს მიაგნო: ის შვილებს ატყუებს, რომ ბიბლიოთეკარია, რათა Hangover არ ნახონ.
"ისინი სიმართლეს ვერასდროს გაიგებენ. მე უარვყოფ. ვიტყვი, რომ წარმოდგენა არ აქვთ, რაზე ლაპარაკობენ. მაგ ფილმთან არაფერი მაკავშირებს", — ხუმრობს ზაკი.
4. ჯეკ ბლექი
ჯეკ ბლექის შვილებს მსახიობის ფილმოგრაფიიდან მხოლოდ კუნგ ფუ პანდა აქვთ ნანახი.
5. ჯულია რობერტსი
ჯულია რობერტსმა ქმართან ერთად გადაწყვიტა, რომ საკუთარ ნამუშევრებს შვილებს მხოლოდ გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ აჩვენებს.
6. კრისტენ ბელი და დაქს შეპარდი
კრისტენისა და დაქსის მცირეწლოვანი შვილები ფილმებს ჯერჯერობით საერთოდ არ უყურებენ. კრისტენის თქმით, ბავშვებს Frozen-იც კი არ აქვთ ნანახი, რომელშიც კრისტენი ანას ახმოვანებს.
7. მეგან ფოქსი
მეგან ფოქსმა ერთ-ერთ ინტერვიუში გულშემატკივრებს გაუმხილა, რომ შვილებს ტელევიზორის ყურების უფლებას საერთოდ არ აძლევს.
8. მადონა
მადონას თქმით, უქმეებზე შვილებთან ერთად ფილმებს უყურებს, თუმცა სხვა დროს ბავშვებს ტელევიზორისა და მობილური ტელეფონების გამოყენების უფლება არ აქვთ.
9. მაიმ ბიალიკი
პოპულარული სერიალის, The Big Bang Theory-ის ვარსკვლავის თქმით, მის ოჯახში ტელევიზორს იშვიათად უყურებენ, ამიტომ ბავშვებს დედის სერიალიც არ აქვთ ნანახი.
"ისინი ავატარსა და მსგავს ნამუშევრებს უყურებენ, მაგრამ სიტკომებს, სადაც მათი დედა თამაშობს — არა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე სერიალის ჩაწერას დაესწრნენ კიდეც", — ამბობს მსახიობი.
10. გვინეტ პელტროუ
გვინეტ პელტროუს შვილები დედის შემოქმედებით თავად არ ინტერესდებიან, ამიტომ გვინეტს არაფრის აკრძალვა არ უწევს. მსახიობის თქმით, უფროს შვილს მხოლოდ რკინის კაცი აქვს ნანახი, უმცროსს კი დედის ეკრანზე ხილვა არ უნდა.
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
კომენტარები