"ბოლოს და ბოლოს გააცნობიეროს, უკარინაში თავად გავარკვევთ" — რა უპასუხა პოროშენკომ პუტინს
ფოტო: zn.ua
რუსეთის პრეზიდენტის ირონიულ შეთავაზებას პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭებაზე უკრაინის ექსპრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ უპასუხა და ვლადიმერ პუტინს ურჩია, ბოლოს და ბოლოს გააცნობიეროს, რომ უკრაინაში თავად მოგვარდებიან. მისი თქმით, რუსეთის მუდმივი პრაქტიკა "იზრუნოს" უკრაინის პოლიტიკაზე დიდი ხნის წინ დასრულდა.
ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში მან უკრაინის მოქმედი პრეზიდენტიც გააკრიტიკა და ურჩია, ძალისხმევა ქვეყნის დაცვაზე მიმართოს და არა მასზე.
"ჩვენმა გუნდმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში პროევროპული ოპოზიციის დევნით ზელენსკის, პირველ რიგში უნდა, საჩუქარი გაუკეთოს პუტინს. ახლა ეს თავად პუტინმა დაადასტურა.
ვურჩევ ვლადიმერ ალექსანდროვიჩს [ზელენსკის] შეწყვიტოს პუტინის გახარება და ქვეყნის დაცვას მიხედოს. სწორ იქ მიმართოს თავისი და სამართალდამცავი ორგანოების ძალისხმევა, რომლებიც ახლა პოროშენკოთი უფრო არიან დაკავებული, ვიდრე რუსული საფრთხით. ხოლო ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს [პუტინს ვურჩევ] ბოლოს და ბოლოს გააცნობიეროს, რომ ჩვენ თავად გავერკვევით, აქ, უკრაინაში და რუსეთის მუდმივი პრაქტიკა, "იზრუნოს" უკრაინულ პოლიტიკასა და პოლიტიკოსებზე, დიდი ხანია დასრულდა. მაშინ, როცა მე ამირჩიეს უკრაინის პრეზიდენტად", — დაწერა მან ფეისბუქზე.
პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს დასცინა და რუსეთში პოლიტიკური თავშესაფარი "შესთავაზა".
პეტრო პოროშენკო უკრაინაში 17 იანვარს ჩავიდა. კიევის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის არ დააკავეს. სასამართლომ ექსრეზიდენტი პირადი პასუხისმგებლობით გაათავისუფლა და საზღვარგარეთ გასამგზავრებელი პასპორტის ჩაბარება დაავალა.
2021 წლის 17 დეკემბერს გამოძიების სახელმწიფო ბიუროში განაცხადეს, რომ პოროშენკომ უგულებელყო გამომძიებლები, რომლებიც ცდილობდნენ მის გამოძახებას დანაშაულებრივი სქემის საქმეზე. იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ქვეყნიდან გაემგზავრა. 20 დეკემბერს, იმის გამო, რომ შეტყობინება პირადად ვერ მიაწოდეს, ის გაგზავნეს საცხოვრებელ, ასევე, რეგისტრაციის მისამართზე და სამუშაო ადგილას. 6 იანვარს პოროშენკოს ქონება დააყადაღეს.
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ნახშირის მიწოდების დანაშაულებრივი სქემის საქმეშია ბრალდებული. მას ტერორიზმის დაფინანსებაში, ტერორისტული ორგანიზაციის შექმნაში და სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებენ. კონკრეტულად მას ბრალი ედება იმაში, რომ წინასწარი შეთანხმებით, გარკვეულ პირებთან, მათ შორის რუსეთის მაღალჩინოსნების წარმომადგენლებთან ერთად ხელი "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საქმიანობას". ორივე თვითგამოცხადებული რესპუბლიკაა, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
"მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა "მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა
გადახედვა
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
კომენტარები