დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ომიკრონის დადასტურებული შემთხვევებიდან მხოლოდ 1%-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. მისი თქმით, ომიკრონის შტამით კლინიკაში მოხვედრილი 16 ადამიანიდან 13 უკვე გაეწერა სახლში.

"მოგეხსენებათ დაახლოებით 1 600 ლაბორატორიულად დადასტურებული [შემთხვევაა ომიკრონის შტამის], მათ შორის, 250-ზე ოდნავ მეტი გენომის სეკვენირებით დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ყველგან ჰოსპიტალიზაცია ამ 1 600 შემთხვევიდან დასჭირდა დაახლოებით 1%-ს, სულ 16-მდე ადამიანს. აქედან 13 ადამიანი სწარაფად გაეწერა. ბოლო მონაცემებით სამი იყო კლინიკაში. არცერთს არ დასჭირვებია ინტენსიური თერაპია და ხელოვნური ვენტილაცია", — განაცხადა გამყრელიძემ.

ამ ეტაპზე ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 1 607 შემთხვევა.

გაიგე მეტი: