TI: 2013-2021 წლებში დევნილების განსახლებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე 693 მლნ ლარი დაიხარჯა
ფოტო: თათია შურღაია/On.ge
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს განცხადებით, 2013-2021 წლებში დევნილების განსახლებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე 693 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა ასობით ოჯახი ისევ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობებში ცხოვრობს.
როგორც TI ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი 92 079 ოჯახია რეგისტრირებული, ჯამში — 286 442 იძულებით გადაადგილებული პირი. მათი თქმით, აქედან სახელმწიფოს მიერ საცხოვრებელი ფართით 50 000-მდე დევნილი ოჯახია დაკმაყოფილებული.
"სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, საცხოვრებელი ფართი 23 000-მდე დევნილმა ოჯახმა მიიღო. 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს საცხოვრებელი ფართი 2 900 ოჯახს გადაეცა. 2020-2021 წლების ანგარიშის მიხედვით კი, საცხოვრებელი ფართით 7 000-მდე ოჯახი დაკმაყოფილდა", — აღნიშნულია TI-ის განცხადებაში.
მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში დევნილების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მაჩვენებელმა იმატა, ათი ათასობით ოჯახი საცხოვრებელ ფართს დღემდე ელოდება. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მთავრობისთვის მათი განსახლება და ამ მიმართულებაზე ბიუჯეტიდან მეტი თანხის გამოყოფა პრიორიტეტი უნდა იყოს.
"საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პროცესში პრიორიტეტი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებია, მაგრამ არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი ოჯახი ცხოვრობს ასეთ ობიექტებში, რადგან ყველა დევნილთა საცხოვრებელი არ არის შესწავლილი.
ამასთან, აშკარაა, რომ სიცოცხლისთვის საშიში ზოგიერთი ობიექტისთვის წლებია რეალურად არაფერი იცვლება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ობიექტებში მცხოვრები დევნილების პრობლემები მედიაში აქტიურად შუქდება", — ნათქვამია განცხადებაში.
TI მიუთითებს, რომ ამის ბოლო მაგალითი თბილისში, ყოფილ სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილი ოჯახები არიან, რომელთა გაუსაძლის მდგომარეობაში ცხოვრება ექსპერტიზის დასკვნის გარეშეც აშკარაა. ორგანიზაციის განცხადებით, დევნილთა ნაწილის დღემდე სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშ შენობებში დარჩენა, წლების განმავლობაში განსახლების პროცესის არასათანადოდ მართვაზე მიანიშნებს.
"საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა ე. წ. ნგრევადი ობიექტებიდან დევნილთა განსახლებასთან დაკავშირებული არათანმიმდევრული მიდგომა. ამავე ანგარიშში საუბარია, რომ დევნილთა საერთო საცხოვრებლების ზოგიერთი დახურული ობიექტი უფრო უკეთეს მდგომარეობაში იყო, ვიდრე ის ობიექტები, რომლებიც არ დახურულა და დევნილები ცხოვრობენ", — აცხადებენ TI-ში.
სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშზე დაყრდნობით კი ორგანიზაცია საუბრობს, რომ 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან განსახლებული ოჯახების რაოდენობა 92 ოჯახით შემცირდა — 2019 წელს სულ 245 ოჯახი განსახლდა. თუმცა დარჩენილი კომპაქტურად განსახლების ობიექტების მდგომარეობა კი დროდადრო კიდევ უფრო მძიმდება.
ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო / საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი
მათივე თქმით, სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წელს, გასული წლებისაგან განსხვავებით, ყველაზე მეტი — 711 ოჯახი განსახლდა. თუმცა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტების რიცხვი კვლავ მაღალია. TI მიუთითებს, რომ ექსპერტიზის საფუძველზე 71 ობიექტია შეფასებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველად. თუმცა, შესაძლოა მათი რაოდენობა მეტი იყოს, რადგან ყველა ობიექტი არ არის შემოწმებული ექსპერტიზის მიერ.
"დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე მუშაობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა — დევნილთა სამინისტროც. გასული წლის ბოლოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აღნიშნული სამინისტროს აუდიტი ჩაატარა. აუდიტის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული პროგრამა დაგეგმვის ეტაპიდან, განხორციელების ეტაპამდე, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვების ჩათვლით, დარღვევებით და ნაკლოვანებებით ხორციელდება", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
TI-ის განცხადებით, დასკვნაში საუბარია ისეთ მძიმე დარღვევებზე, როგორებიცაა: დარღვევები ელექტრონულ ტენდერში პრეტენდენტის შერჩევისას, დევნილთა საცხოვრებელ ობიექტებზე არასათანადოდ ჩატარებული სარემონტო სამუშაოები და საბიუჯეტო ხარჯების არაჯეროვნად ხარჯვა.
ამასთან, საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო აღნიშნავს, რომ 2018 წლამდე დევნილების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრო მუშაობდა. TI ფაქტმეტრის სტატიის მიხედვით წერს, რომ 2013-2018 წლებში დევნილთა საცხოვრისით უზრუნველყოფისთვის ბიუჯეტიდან 353 მილიონი ლარი დაიხარჯა.
"2019 წლიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრო გაუქმდა. განსახლების ადგილებში მცხოვრებ დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე მუშაობა, რომელიც მათთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემას და დაკანონებასაც მოიცავს, ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, ხოლო დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი კორპუსების აშენების ფუნქცია ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცა", — მითითებულია განცხადებაში.
მათი თქმით, 2019-2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტების მიხედვით, დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე 218 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა ცალკე არ არის გამოყოფილი აქედან რა თანხა დაიხარჯა კონკრეტულად საცხოვრებელი ფართების გადაცემაზე. ამასთან, როგორც TI აცხადებს, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საცხოვრებელი კორპუსების აშენებაზე 2019 წელს 70 მილიონი ლარი დახარჯა, ხოლო 2020-2022 წლებში კორპუსების აშენებაზე გამოყოფილი თანხები მნიშვნელოვნად შემცირდა.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გამომდინარე იქედან, დევნილების ნაწილი დღემდე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებში ცხოვრობს, მთავრობისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს ყველა ასეთი ობიექტის მოკლე პერიოდში დახურვა და დევნილების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა. მათივე თქმით, მნიშვნელოვანია ამ პროცესში კორუფციული რისკები მაქსიმალურად იყოს დაზღვეული, ხოლო გადაწყვეტილებების მიღება და აღსრულება გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით წარიმართოს.
ამავე თემაზე:
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
კომენტარები