თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ორი დაშავდა.

ავარია დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ On.ge-ის განუცხადა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში სამი ავტომობილი მონაწილეობდა.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისმოხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.