რატომ უნდა გავიხეხოთ კბილები საუზმემდე — რას ამბობს მეცნიერება
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ დილით კბილები უნდა გავიხეხოთ. ამასთან, ეს დრო ჭამასთანაც ასოცირდება. შესაბამისად, ჩნდება შეკითხვა, კბილები საუზმემდე უნდა გავიხეხოთ თუ მას შემდეგ?
კბილის პასტა შეიცავს ნატრიუმის სულფატს, რომელიც პასტის ქაფის წარმოქმნისთვისაა საჭირო. ის ასევე თრგუნავს ჩვენს მიერ ტკბილი გემოს აღქმას. თუმცა, ეს პროცესი გვათავისუფლებს ღამე დაგროვილი ბაქტერიებისგან. კბილების გამოხეხვის შემდეგ ბაქტერიები "ჩამოირეცხება" და პირში სასიამოვნო გემო რჩება.
შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კბილის პასტა შეიძლება ფორთოხლის წვენის გემოს აღქმას თრგუნავს, მისი გამოყენება წვენის მიღებამდე ჯობია.
შეკითხვაზე, კბილების გახეხვა საუზმემდე თუ საუზმის შემდეგ, მტკიცებულებები დიდწილად "საუზმემდესკენ" იხრება. ეს იმიტომ, რომ სანამ საკვებს მიიღებთ ჯანსაღი პირის ღრუ გქონდეთ. ამის არ გათვალისწინებამ შეიძლება ცუდად იმოქმედოს თქვენს მინანქარზე ან ღრძილებზე. ძილის დროს ჩვენს პირში ბაქტერიები აქტიურად მრავლდებიან, რის გამოც ხშირად დილით პირში უსიამოვნო გემოთი ვიღვიძებთ.
საუზმის დაწყებამდე კბილების გახეხვით, კბილებს და ღრძილებს დაუბრუნებთ ჯანსაღ მდგომარეობას. შესაბამისად, ამის შემდეგ მათ თავისი მოვალეობის შესრულება უფრო უმარიტვდებათ. გამოხეხვა ასევე მოქმედებს ნერწყვზეც. ეს პირის ღრუში წარმოქმნილი სითხე კი, ხელს უწყობს საკვების დაშლას და პირის ღრუში ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებას.
ჭამის შემდეგ გახეხვა
კბილების რეგულარული გახეხვა საჭიროა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. თუმცა, ამ მხრივაც ზედმეტი არაფერი ვარგა. ჭამის შემდეგ კბილების მალევე გახეხვა დიდად რეკომენდირებული არ არის. ეს იმიტომ, რომ საკვების მჟავას შეუძლია დროებით შეასუსტოს თქვენი მინანქარი. თუ თქვენ ამ დროს კბილებს გაიხეხავთ ამ პროცესმა შეიძლება მოგაცილოთ როგორც ცუდი, ისე საჭირო "ნივთიერებები".
შესაბამისად, თუ ჭამის შემდეგ გსურთ კბილების გახეხვა, უმჯობესია, თავიდან პირი ჩამოიბანოთ ჩვეულებრივი წყლით და შემდეგ მოიცადოთ 30 წუთი ან 60 წუთი. ეს არის ის, რასაც მეცნიერება გვირჩევს.
კომენტარები