ახალი აღმოჩენის მიხედვით, დნმ-ის მუტაციები შეიძლება შემთხვევითი არ იყოს — რას ნიშნავს ეს
მკვლევრებმა, შესაძლოა, აღმოაჩინეს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი იმის შესახებ, თუ როგორ წარმოიქმნება მუტაციები დნმ-ში. დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ დნმ-ში მუტაციები შემთხვევითი იყო, ახლა როგორც ჩანს, ეს სრულად შემთხვევითი არ არის.
მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ეს მიდგომა სასარგებლოა სახეობების გადარჩენისთვის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საუბარია მცენარე მუხლუხაზე — Arabidopsis thaliana-ზე.
ეს კონკრეტული მცენარე პატარა აყვავებული სარეველაა, რომელიც ხშირად გვხვდება გზის პირას ევრაზიასა და აფრიკაში. ის ასევე მეცნიერების საყვარელი მცენარეა, რომელიც გამოიყენება გენეტიკის შესასწავლად მისი შედარებით მცირე გენომის 120 მილიონი საბაზისო წყვილის გამო. ეს ციფრები შეიძლება ბევრად მოგეჩვენოთ, მაგრამ ის მცირეა სხვა ორგანიზმებთან შედარებით. მაგალითად, ბანანს ოთხჯერ მეტი საბაზისო წყვილი გააჩნია, ადამიანებს კი 25-ჯერ მეტი.
მეცნიერებმა კვლევისთვის მცენარე ლაბორატორიულ გარემოში გაზარდეს, სადაც გენეტიკური დეფექტები ხელს არ შეუშლიდა მათ გადარჩენას, როგორც ეს გარე სამყაროში შეიძლება ყოფილიყო. ამ მცენარის თანმიმდევრობამ გამოავლინა ერთ მილიონზე მეტი მუტაცია ნიმუშებში. თუმცა, მუტაციები მოხდა დნმ-ის კონკრეტულ უბნებში და არა სხვებში.
"ჩვენ ყოველთვის ვფიქრობდით მუტაციაზე, როგორც შემთხვევითობებზე გენომში", — თქვა განცხადებაში წამყვანმა ავტორმა, პროფესორმა გრეი მონრომ. "აღმოჩნდა, რომ მუტაცია არის ძალიან არა შემთხვევითი და ეს ისე, რომ მას მცენარისთვის სარგებელი მოაქვს. ეს სრულიად ახალი აზროვნების გზაა მუტაციაზე."
ჯგუფი დააკვირდა გენომის ისეთ ნაწილებს, რომლებსაც მუტაციის დაბალი სიხშირე ახასიათებთ. ისინი ისეთი მნიშვნელოვან ფაქტორებზე არიან პასუხისმგებელნი, როგორიცაა უჯრედების ზრდა და გენის ექსპრესიაში ჩართვა. მნიშვნელოვანი დასკვნა არის ის, რომ უფრო საჭირო და მგრძნობიარე უბნები ნაკლებად განიცდიან რადიკალურ მუტაციებს.
როგორც ჩანს, დნმ-ის ცილების გარშემო "გადახლართვა" შეიძლება გამოყენებულ იქნას იმის პროგნოზირებისთვის, შესაძლოა თუ არა მისი მუტაცია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ არსებობს "საშუალებები", რათა დავიცვათ მნიშვნელოვანი გენები მუტაციებისგან, ეს ზრდის გადარჩენის შანსებს.
"მცენარემ შეიმუშავა გზა, რათა დაიცვას თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი მოცემულობები მუტაციისგან. ეს ამაღელვებელია, რადგან ჩვენ შეგვიძლია ამის გამოყენება, რათა უკეთ დავიცვათ ადამიანის გენები მუტაციისგან", — ამბობენ მკვლევრები.
ეს შეიძლება გამოვიყენოთ სასოფლო-სამეურნეო დარგებში, ამასთან ისეთ დაავადებებთან ბრძოლაშიც როგორიცაა კიბო.
კომენტარები