ინტერვიუ ნანა ექვთიმიშვილთან - "ჩემი ბედნიერი ოჯახი" ფემინისტური ფილმია
ფოტო: Mathias Bothor
ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ახალი ფილმი ჩემი ბედნიერი ოჯახი რამდენიმე დღის წინ, იტალიაში, ლეჩეს ევროპული კინოს ფესტივალის გამარჯვებული გახდა. ფილმს საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისა და კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანების პრიზების გარდა ფესტივალის მთავარი ჯილდო, ოქროს ზეთისხილის ხე, საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გადაეცა, მანამდე კი The New York Times-მა ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი იმ ცხრა ახალ რეჟისორს შორის დაასახელა, რომელთა ფილმებსაც აუცილებლად უნდა უყუროთ.
ჩემი ბედნიერი ოჯახი თითქმის ყველა ფესტივალმა წლის აღმოჩენად დაასახელა. წერდნენ, რომ ეს ინტელექტუალური და საინტერესო ფილმია, რომელშიც ნანამ და სიმონმა შესაშურად მოახერხეს მანანას [მთავარი პერსონაჟის] ცხოვრების დეტალების გადმოცემა და მოგვითხრეს, რას ნიშნავს და რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ოჯახში სიყვარულიც და კამათიც თანაბრად არის, გულის ტკივილისგან კი ახალი შესაძლებლობები იბადება.
გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ჩემი ბედნიერი ოჯახის რეჟისორ ნანა ექვთიმიშვილთან.
როგორ შეაფასებდი შენი ახალი ფილმის ჩვენებებს სანდენსის, ბერლინის, სოფიასა და ნიუ-იორკის კინოფესტივალებზე, როგორ მიიღეს ფილმი? როგორ შეაფასეს?
ფილმის პრემიერამ და ჩვენებებმა სანდენსის და ბერლინის კინოფესტივალებზე ძალიან კარგად ჩაიარა. დარბაზი ყოველთვის სავსე იყო და ბილეთები რამდენიმე დღის წინ - გაყიდული. ასეთი ფესტივალებისთვის ეს უცხო და გასაკვირი არაა, თუმცა მაინც ყოველთვის შეიმჩნევა, მაყურებელი ფილმზე შემთხვევითაა მოხვედრილი თუ არა. ჩემი ბედნიერი ოჯახის შემთხვევაში ნამდვილად შეიმჩნეოდა, რომ მაყურებელს სწორედ ამ ფილმის ნახვა უნდოდა.
მგონია, რომ უცხოელმა მაყურებელმა ფილმი კარგად გაიგო, ქართული ოჯახის წევრების ურთიერთობა და ოჯახის დინამიკა. ქართველები ამბობდნენ, რომ ეკრანზე ნამდვილი ქართული ყოფა ავსახეთ. ფილმი 50 წელს გადაცილებულ ქალს ეხება, მაგრამ მგონია, რომ ეს ფილმი მაინც ყველა თაობის ადამიანზეა. ერთმა მაყურებელმა თქვა, რომ მანანას ისტორია კალეიდოსკოპივითაა, ატრიალებ და უყურებ სხვადასხვა მხრიდან და საკუთარ თავსაც პოულობ: როგორც შვილი, როგორც შეყვარებული, როგორც მეუღლე, ან როგორც მშობელი. ვნახოთ, როგორ შეხვდება მაყურებელი ფილმს საქართველოში.
ფილმს რამდენიმე გავლენიანი კინოკრიტიკოსი გამოეხმაურა. წერდნენ, რომ წლის ერთ-ერთი ინტელექტუალური ფილმი ნახეს, ასევე აღნიშნავდნენ, რომ საკმაოდ ფემინისტური ფილმია, სადაც კარგად ჩანს რა პრობლემის წინაშე დგას ქართველი ქალი. შენი აზრით არის თუ არა ჩემი ბედნიერი ოჯახი ფემინისტური ფილმი?
კი, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ბედნიერი ოჯახი ფემინისტური ფილმია. ისე, მგონია, რომ სიტყვა ფემინიზმს ხშირად ძალიან ფრთხილად ახსენებენ... ფემინიზმი ჩემთვის ძალიან ბუნებრივი რამაა. როგორ შეიძლება ადამიანი, რომელიც აზროვნებს და რომელსაც ადამიანები უყვარს ფემინისტი არ იყოს? როგორ შეიძლება არ ხედავდე იმას, რომ დღეს ქალის ყოფა ბევრ ქვეყანაში მისი სქესობრივი ნიშნის გამო გაუსაძლისია? ყველა ფილმი და ყველა ნაწარმოები, რომელიც ამას ხედავს და გვიჩვენებს, ფემინისტურია.
ანუ საკუთარ თავსაც ფემინისტად მიიჩნევ ხომ?
კი, მე თავს ფემინისტად მივიჩნევ. ჩვენს საზოგადოებაში, ფემინისტი ქალების მიმართ ძირითადად სარკაზმი ისმის. ხშირად, ფემინიზმის მნიშვნელობა ძალიან არასწორად ან ვიწროდ ესმით. ფემინიზმის თეორიიდან დროთა განმავლობაში ბევრი სხვადასხვა და ერთმანეთისგან განსხვავებული მიმართულება წარმოიშვა, მაგრამ მთავარი, რაზეც ვთანხმდებით, არის ის რომ ფემინიზმი ეთანხმება სქესთა თანასწორობას სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და ინტელექტუალური ჩართულობის კუთხით და გმობს ძალადობას. მე ვერ წარმომიდგენია, რატომ არ უნდა ეთანხმებოდეს ადამიანი ამას, გინდ ფემინისტი ერქვას და გინდაც არაფემინისტი.
არ ვიცი სკოლებში ან უნივერსიტეტებში თუ საუბრობენ ამ საკითხებზე, გენდერის ფაკულტეტების გარდა. გენდერული მეცნიერება ერთ-ერთი ახალი და საჭირო მეცნიერებაა და ამის ცოდნა, როგორც ისტორიის ნაწილის, რაღაც დონეზე მაინც, ყველასათვის საჭიროა. აბა როგორ უნდა შეიქმნას ადამიანმა ფემინიზმის შესახებ წარმოდგენა, როცა ჩვენს საზოგადოებაში და მედიაშიც კი ფემინიზმი სალანძღავ სიტყვად ისმის. უნდა დაიმსხვრეს ის პრიმიტიული გაგება რომ ფემინისტი ერთი გაღიზიანებული ქალია, რომელსაც კაცები არ უყვარს. ასეთი მიდგომა დაუშვებელია იმ ადამიანებისაგან, რომელთაც საკუთარი პროფესიით და საქმით რაღაც პასუხისმგებლობა აქვთ საზოგადოების წინაშე.
ფილმს დავუბრუნდეთ. როგორ გრძელდება საფესტივალო მოგზაურობა? სად იქნება პრემიერები და ზოგადად, რა ხდება ამჟამად ფილმის გარშემო?
ორმა მნიშვნელოვანმა პრემიერამ ჩაიარა, მაგრამ პრესაში ფილმის მიმოხილვა ჯერ კიდევ აქტუალურია. ახლა ინტერვიუების აქტიური ფაზაა, ხშირად გვიწევს ფილმზე და შექმნის პროცესზე საუბარი. ამასთან ერთად ფილმი საფესტივალო მოგზაურობას განაგრძობს. ფილმი ახლახან სოფიაში, ასევე ნიუი-ორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში და ვილნიუსში უჩვენეს. ჩემი ბედნიერი ოჯახი მალე სტამბულში და ჰონგ-კონგში გაემგზავრება. სულ ახლახან ია შუღლიაშვილმა ფილმი იტალიაში, ლეჩეს კინოფესტივალზე წარადგინა, სადაც ფილმმა სამი პრიზი აიღო. მალე მერაბ ნინიძე ფილმით ავსტრიაში, ლინცის კინოფესტივალს ესტუმრება. ჩემი ბედნიერი ოჯახი უკვე 30-მდე ქვეყანამ მიიწვია კინოფესტივალებზე.
ამავე დროს, მზადდება გერმანული სინქრონიზაცია. ორიოდე დღის წინ მოვისმინეთ გერმანელი მსახიობების სინქრონის ხმები ჩვენი ფილმის პერსონაჟებისთვის. ძალიან საინტერესო და უჩვეულო იყვნენ გერმანულად ამეტყველებული ჩვენი გმირები. მოწმდება ასევე გერმანული და ფრანგული სუბტიტრები კინოგაქირავებისათვის, მოკლედ ფილმის გარშემო ისევ ბევრი რამ ხდება და ჩვენი მუშაობა ჯერ, პრაქტიკულად, არ დასრულებულა. წინ არის ფრანგული, გერმანული და ქართული კინოპრემიერები.
ქართველი მაყურებელი როდის იხილავს ფილმს?
ფილმს ქართველი მაყურებელი 2017 წელს იხილავს. ზუსტი თარიღი მალე დადგინდება.
გვერდს ვერ ავუვლით მსხლების მინდორს, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, ბევრს აინტერესებს გადაიღებ თუ არა შენი წიგნის ეკრანიზაციას?
არა მგონია მსხლების მინდორის ეკრანიზაციით დავკავდე. როცა ვწერდი, ეს გამორიცხული მქონდა და იმის მერე, პრინციპში, არც არაფერი შეცვლილა. რთულია ხელმეორედ მიუბრუნდე ისეთ რამეს, რაშიც ერთხელ უკვე ყველაფერი ჩადე და თითქოს ყველაფერიც თქვი... მაშინ რაღაც დამოკიდებულება უნდა შეგეცვალოს. ბუნებრივია, 100%-ით ზუსტი ეკრანიზაცია არც არსებობს, მაგრამ თუ ეკრანიზაციას აკეთებ, უნდა შესძლო, რომ წიგნი გვერდზე გადადო და ამბავი ახლიდან, კინო ენით მოჰყვე. რამდენად მინდა ის ამბავი კიდევ ერთხელ მოვყვე, რომელიც უკვე 2015 წელს წიგნის გამოსვლასთან ერთად დავასრულე, არ ვიცი, არა მგონია. ახლა უფრო წიგნის გერმანული თარგმანის რედაქტირებით ვარ დაკავებული, რადგან რომანი უკვე გერმანულად ითარგმნა და მალე გერმანიაშიც გამოიცემა.
პერსონაჟის შესახებ მოგვიყევი, რა გახდა მანანას შექმნის და ამ ფილმის გადაღების შთაგონების წყარო?
ყოველთვის მიკვირდა, როგორ შეეძლოთ დედებს, და კონკრეტულად დედაჩემს, ის, რაც შეეძლო. როგორ ხდებოდა, რომ საკუთარ თავს სულ სხვებზე უკან აყენებდა?! ხშირად გვესმის თითქმის დისკრიმინაციული შეფასებები იმ ქალების მიმართ, ვინც უმეტეს დროს ოჯახში ატარებს, ან სამსახური არ აქვთ და მათი ცხოვრება მხოლოდ შვილებისა და ქმრის, ოჯახის გარშემო ტრიალებს. მე ასე არ ვფიქრობ, პირიქით, მგონია რომ ეს ქალები გმირები არიან. მანანას დედა, ლამარა, ნამდვილი გმირია! რომც სცადო, ალბათ შეუძლებელი იქნება დათვალო თუ რამდენჯერ გააკეთა ლამარამ ცხოვრებაში სადილი სხვებისთვის, სხვებისათვის დაალაგა, გაწმინდა, გახეხა... ემსახურა ოჯახის წევრებს. სად მიდის ეს დრო? როგორ ჩუქნიან ქალები თავიანთ ცხოვრებას სხვებს? ფილმის მთავარ პერსონაჟს, მანანას, საკმაოდ დომინანტი დედა ჰყავს, ლამარა, რომელსაც მსახიობი ბერტა ხაფავა განასახიერებს. ამ ქალმა სწორედ ასე იცხოვრა, ოჯახური მოვალეობების პატიოსნად შესრულებით და საბოლოოდ ლამის თვითონ იქცა ტირანად. შვილის, რომელსაც საკუთარი ცხოვრების შეცვლა უნდა, არ ესმის. ყოველთვის მაინტერესებდა ქალების სოლიდარობის საკითხი ოჯახში და თაობებში. მგონია, რომ ქალების ერთმანეთთან დამოკიდებულება და ურთიერთგაგება ისეთივე ყურადსაღები საკითხია, როგორც ორ სქესს შორის უთანხმოების საკითხი, ოჯახშიც და საზოგადოებაშიც. ბევრი ქალი, ისე რომ არც აცნობიერებს, პატრიარქალური საზოგადოების ერთგული მოდარაჯეა. ფილმში ამის გაკიცხვა და მორალური შეფასება არ გვიცდია, ამიტომაც შევეხეთ ურთიერთობას დედასა და შვილს შორის, სადაც სიყვარულიც არის და ზრუნვაც.
შენი აზრით, დაჩრდილავს თუ არა ჩემი ბედნიერი ოჯახი გრძელ ნათელ დღეებს? (ორივე ფილმის რეჟისორები ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი არიან. *ავტ.)
გრძელმა ნათელმა დღეებმა თავისი ადგილი უკვე დაიმკვიდრა და თავის გზას ალბათ ჩემი ბედნიერი ოჯახიც იპოვის.
ჩემი ბედნიერი ოჯახის მთავარი პერსონაჟი ზრდასრული ქალია, რომელიც მოულოდნელად ოჯახს ტოვებს და ახალ ცხოვრებას იწყებს. გრძელ ნათელ დღეებში კი, ჩვენს თვალწინ ორი პატარა გოგო ყვავის, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ფილმია. მე მგონია, რომ ისინი ერთმანეთს უფრო შეავსებენ, ვიდრე დაჩრდილავენ.
ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ ნიუ იორკ ტაიმსმა შენ და სიმონი ცხრა საუკეთესო რეჟისორს შორის დაგასახელათ
რა თქმა უნდა, ეს დიდი პატივია. ამდენი ფილმი იქმნება ყოველწლიურად, ამდენი ქვეყნიდან, ამდენი საინტერესო რეჟისორია და შენი ნამუშევრის მიმართ ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, როცა ადამიანებს მუდმივად უხდებათ არჩევანის გაკეთება, მაგალითად, წავიდნენ თუ არა კინოში, თუ რაიმე სხვა აირჩიონ იმ უამრავი შემოთავაზებიდან, რაც ვირტუალურ თუ რეალურ სივრცეში უხვადაა. ადმიანი თავის დროს გჩუქნის: ორი საათი კინოში ჯდომა, მანამდე კინომდე გზა, წინ და უკან, ფულის ხარჯვა, შესაძლოა რამე სასმელის ყიდვაც მოუწიოს, გზის ფული... მოკლედ დიდი ამბავია! და ამიტომ ადამიანს სურს, რომ კარგი არჩევანი გააკეთოს. არ ინანოს. როგორ უნდა გამოგარჩიონ ქართველი, არტჰაუსის ფილმების რეჟისორი, რომელმაც მეორე ფილმი გააკეთა იმ ენაზე, რომელიც მარტო საქართველოში ესმით? ტიტრების კითხვა გიწევს... რამდენი ბარიერია! ამიტომ ასეთი მინიშნებები შენი ფილმის პოტენციური მაყურებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ვინ ჩამოგიყალიბა კინოგემოვნება, რომელი რეჟისორი მოგწონს ყველაზე მეტად, რომელ მსახიობთან იმუშავებდი სიამოვნებით.
ბავშვობაში ერთადერთი ილუზიონი არსებობდა, დღემდე მახსოვს ყველა შაბათი დღე. შაბათობით ჩემ დროს სკოლა იყო, მაგრამ ეს დღე მაინც ყველაზე მაგარ დღედ ითვლებოდა, ილუზიონის და მეორე დღეს ძილის გამო. მერე იყო სარკმელი, მოგვიანებით ფსიქო. ყველაფერმა იქონია გავლენა, ქართულმა ფილმებმაც, წიგნებმა, რასაც ვკითხულობდი... ზოგადად იმან, რაც საბჭოთა კავშირში იყო მისაწვდომი.
ბევრი რეჟისორი მიყვარს, რომელი ერთი ჩამოვთვალო... ძალიან მიყვარს ოზუს ფილმები. დილა მშვიდობისა, ტოკიოს ისტორია... ნებისმიერ მსახიობთან ვიმუშავებდი, ვინც კონკრეტულ როლზე წარმომიდგენია და ვისაც ასევე უნდა ჩემთან მუშაობა.
-
ავღანეთში ქორწინების ასაკი გოგოებისთვის 16-დან 9 წლამდე შემცირდა ავღანეთში ქორწინების ასაკი გოგოებისთვის 16-დან 9 წლამდე შემცირდა
გადახედვა
-
ბრიტანეთმა და რამდენიმე მოკავშირემ NATO-ში უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გეგმა დაბლოკეს ბრიტანეთმა და რამდენიმე მოკავშირემ NATO-ში უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გეგმა დაბლოკეს
გადახედვა
-
სერბეთში ვუჩიჩის წინააღმდეგ გამართული მასშტაბური ანტისამთავრობო აქციის შემდეგ, მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა სერბეთში ვუჩიჩის წინააღმდეგ გამართული მასშტაბური ანტისამთავრობო აქციის შემდეგ, მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
გადახედვა
-
სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება — ირაკლი კობახიძე პატიმრების შესაძლო შეწყალებაზე სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება — ირაკლი კობახიძე პატიმრების შესაძლო შეწყალებაზე
გადახედვა
-
თუ პირის შემოსავალი 1 250 ლარია, ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსს დაკარგავს — ცვლილება კანონში თუ პირის შემოსავალი 1 250 ლარია, ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსს დაკარგავს — ცვლილება კანონში
გადახედვა
-
თავს ვგრძნობთ ძალიან მყარად, გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერა — ირაკლი კობახიძე სომხეთში რუბიოს ვიზიტზე თავს ვგრძნობთ ძალიან მყარად, გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერა — ირაკლი კობახიძე სომხეთში რუბიოს ვიზიტზე
გადახედვა
-
SpaceX-მა ახალი მეგარაკეტა Starship V3 გაუშვა — ნახეთ SpaceX-მა ახალი მეგარაკეტა Starship V3 გაუშვა — ნახეთ
გადახედვა
-
ნიკა გვარამია: მოვუწოდებ (პრჭყალებში) ხელისუფლებას, 26 მაისის აქციაზე თავი შეიკავოს ნებისმიერი ინციდენტისგან ნიკა გვარამია: მოვუწოდებ (პრჭყალებში) ხელისუფლებას, 26 მაისის აქციაზე თავი შეიკავოს ნებისმიერი ინციდენტისგან
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 2025 წელს სიღარიბე ჩვენმა 90 ათასმა თანამოქალაქემ დაძლია ირაკლი კობახიძე: 2025 წელს სიღარიბე ჩვენმა 90 ათასმა თანამოქალაქემ დაძლია
გადახედვა
-
26 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სომხეთს ეწვევა 26 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სომხეთს ეწვევა
გადახედვა
-
თუ საზღვარგარეთ განათლების მიღება გსურთ, დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს თუ საზღვარგარეთ განათლების მიღება გსურთ, დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს
-
თამუნა მუსერიძე Nagroda Korczaka-ს პირველი ქართველი გამარჯვებული გახდა თამუნა მუსერიძე Nagroda Korczaka-ს პირველი ქართველი გამარჯვებული გახდა
გადახედვა
-
მოძრაობა "ხმა": უფასო სასკოლო კვების მოთხოვნით 10 000 ხელმოწერა შეგროვდა მოძრაობა "ხმა": უფასო სასკოლო კვების მოთხოვნით 10 000 ხელმოწერა შეგროვდა
გადახედვა
-
ნეთანიაჰუ: პრეზიდენტ ტრამპთან შევთანხმდით, რომ ირანთან ნებისმიერმა საბოლოო შეთანხმებამ უნდა აღმოფხვრას ბირთვული საფრთხე ნეთანიაჰუ: პრეზიდენტ ტრამპთან შევთანხმდით, რომ ირანთან ნებისმიერმა საბოლოო შეთანხმებამ უნდა აღმოფხვრას ბირთვული საფრთხე
გადახედვა
-
სომხეთის რკინიგზა საქართველოს გავლით თურქეთს დაუკავშირდება სომხეთის რკინიგზა საქართველოს გავლით თურქეთს დაუკავშირდება
გადახედვა
-
"დაიცავი ილიაუნის" 100-საათიანი მარათონით 1 670 938 ლარი შეგროვდა "დაიცავი ილიაუნის" 100-საათიანი მარათონით 1 670 938 ლარი შეგროვდა
გადახედვა
-
მარნეული-სადახლო-ახკერპის გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა — დაშავებულია ოთხი მარნეული-სადახლო-ახკერპის გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა — დაშავებულია ოთხი
გადახედვა
-
საქართველოში FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მაუწყებლობის უფლებები Setanta Sports-მა მოიპოვა საქართველოში FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მაუწყებლობის უფლებები Setanta Sports-მა მოიპოვა
გადახედვა
-
იაპონიის მოსახლეობა მასობრივი ალერგიით იტანჯება — დამნაშავე 1950-იანი წლების პროექტია იაპონიის მოსახლეობა მასობრივი ალერგიით იტანჯება — დამნაშავე 1950-იანი წლების პროექტია
გადახედვა
-
მეცნიერებმა ოკეანეში 1100-ზე მეტი უცნობი სახეობა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ოკეანეში 1100-ზე მეტი უცნობი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მთავრობა სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს 5 300 000 ლარს გამოუყოფს მთავრობა სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს 5 300 000 ლარს გამოუყოფს
გადახედვა





კომენტარები