ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ Pfizer-ის ბუსტერ დოზა ომიკრონის შტამისგან იცავს
ისრაელის მკვლევრებმა შაბათს განაცხადეს, რომ Pfizer-ის კორონავირუსის ვაქცინის სამჯერადი მიღება ომიკრონის შტამისგან მნიშვნელოვნად იცავს.
ეს ახალი მიგნება თანხვედრაში მოდის BioNTech-ისა და Pfizer-ის მიერ ამ კვირის დასაწყისში წარმოდგენილ მასალასთან, რის მიხედვითაც ომიკრონის შტამთან საბრძოლველად ვაქცინის დამატებითი დოზა დაგვჭირდება.
შებას სამედიცინო ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალური ვირუსოლოგიის ლაბორატორიის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ერთმანეთს შეადარა 20 ადამიანის სისხლი, რომლებმაც მიიღეს ვაქცინის ორი დოზა 5-6 თვით ადრე იმავე რაოდენობის პირებთან, რომლებმაც მიიღეს ბუსტერი ერთი თვის წინ.
"მათ ვინც ვაქცინის მეორე დოზა 5 ან 6 თვის წინ მიიღო ომიკრონის მიმართ დაცულობა ბევრად ნაკლებად აღენიშნებათ. მაშინ როცა, მათ დელტას ვარიანტის მიმართ დაცულობა აშკარად შეენიშნებათ", — ამის შესახებ ჟურნალისტებს შებას ინფექციური პათოლოგიის განყოფილების დირექტორმა გილი რეგევ-იოჩაიმ განუცხადა.
"კარგი ამბავი ის არის, რომ ბუსტერ დოზით დაცულობა დაახლოებით ასჯერ იზრდება. ბუსტერ დოზა დაცულობას მნიშვნელოვნად ზრდის, მათ შორის ომიკრონის შტამის მიმართ", — ამბობენ მკვლევრები.
მკვლევრების გუნდის თქმით, ისინი მუშაობდნენ ფაქტობრივ ვირუსთან, მაშინ როცა სხვა კომპანიები იყენებდნენ ფსევდოვირუსს, რომელიც ბიოინჟინერიით იყო შექმნილი ომიკრონის დამახასიათებელი მუტაციებით.
ისრაელის ეს კვლევა მოჰყვა სამხრეთ აფრიკუკ კვლევას, რომელმაც დაადგინა, რომ ომიკრონის ვარიანტის მიმართ ვაქცინის ორი დოზა სრულად საკმარისი არ არის.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები