5 რამ, რაც ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის შესახებ უნდა ვიცოდეთ
დიდი მოლოდინის შემდეგ, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი ამოქმედდება. მისი გაშვება ამ თვეში მოხდება და ის ყველაზე მძლავრი კოსმოსური ტელესკოპი იქნება, რაც აქამდე კაცობრიობას შეუქმნია.
მას საინჟინრო სასწაულს ეძახიან და ის დაგეხმარება ვუპასუხოთ ფუნდამენტურ კითხვებს, რომლებიც სამყაროს შესახებ გაგვაჩნია. სტატიაში 5 ფაქტს შევეხებით, რაც ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
1 — გიგანტური ოქროს სარკე
ტელესკოპის ცენტრალური ნაწილია მისი უზარმაზარი ძირითადი სარკე, ჩაზნექილი სტრუქტურა, რომელიც 6,5 მეტრის სიგანისაა და შედგება 18 პატარა ექვსკუთხა სარკისგან. ისინი დამზადებულია ოქროთი დაფარული ბერილიუმისგან, რომელიც ოპტიმიზებულია სამყაროს შორეული მონაკვეთებიდან ინფრაწითელი სინათლის ასახვისთვის.
ტელესკოპს ასევე აქვს ოთხი სამეცნიერო ინსტრუმენტი, რომლებსაც ორი ძირითადი მიზანი აქვთ: კოსმოსური ობიექტების ასახვა და სპექტროსკოპია — სინათლის დაშლა ცალკეულ ტალღის სიგრძეებად კოსმოსური მატერიის ფიზიკური და ქიმიური თვისებების შესასწავლად.
სარკე და ინსტრუმენტები დაცულია ხუთ ფენიანი მზის ფარით, რომელიც ბუდის ფორმისაა და ჩოგბურთის კორტის ზომაზეა გაშლილი. მისი მემბრანები შედგება კაპტონისგან, მასალისგან, რომელიც ცნობილია მაღალი ტემპერატურის მიმართ გამძლეობით.
2 — ორი მილიონი კილომეტრის გზა
ტელესკოპი ორბიტაზე განთავსდება დედამიწიდან დაახლოებით 2 მილიონი კილომეტრის დაშორებით, რაც ოთხჯერ აღემატება ჩვენი პლანეტის მანძილს მთვარედან. ჰაბლისგან განსხვავებით (ამჟამინდელი მთავარი კოსმოსური ტელესკოპი), რომელიც პლანეტის ირგვლივ ტრიალებს, ვები მზის გარშემო იბრუნებს.
თუმცა, მზის მხრიდან, ის პირდაპირ დედამიწის უკან იქნება მოქცეული. ტელესკოპი მუდმივად ჩვენი პლანეტის ღამის მხარეს დარჩება. თავის მხრივ, ვებ-ის მზის ფარი ყოველთვის სარკესა და ჩვენს ვარსკვლავს შორის იქნება.
კოსმოსურ ტელესკოპს ამ რეგიონამდე მისაღწევად დაახლოებით 1 თვე დასჭირდება. აქამდე ჰაბლის შესაკეთებლად კოსმონავტები უკვე გაგზავნეს, თუმცა, ვების შემთხვევაში ეს შეუძლებელი იქნება.
3 — გაშვება: მაღალტექნოლოგიური ორიგამი
ტელესკოპი ზედმეტად დიდია იმისათვის, რათა რაკეტის კონუსურ ცხვირში მოთავსდეს. ამიტომ, მისი გაშვება ორიგამის მსგავსად, დაკეცილ მდგომარეობაში მოხდება. რაც შეეხება გაშლას, ეს რთული ამოცანაა, ყველაზე რისკიანი და საფრთხილო კონფიგურაცია, რაც კი NASA-ს ოდესმე უცდია.
აფრენიდან დაახლოებით 30 წუთის შემდეგ, უკვე გაიშლება საკომუნიკაციო ანტენა და მზის პანელები. შემდეგ იქნება მზის ფარის გაშლა, ეს მეექვსე დღეს დაიწყება, მას შემდეგ რაც ტელესკოპი მთვარეს გაცდება.
მეორე კვირას ბოლოს დადგება სარკის გახსნის ჯერი. საბოლოო კონფიგურაციის შემდეგ, ინსტრუმენტებს დასჭირდება გაგრილება და დაკალიბრება.
6 თვის შემდეგ, ტელეკოპი მუშაობის დასაწყებად მზად იქნება.
4 — მისია: სიცოცხლე, სამყარო და ყველაფერი
ვების კოსმოსურ ტელესკოპს აქვს ორი ძირითადი სამეცნიერო მისია, რომლებიც მთლიანობაში მისი დროის 50 პროცენტზე მეტს წაიღებს. პირველ რიგში, მისი მისიაა გამოიკვლიოს კოსმიური ისტორიის ადრეული ფაზები, დააფიქსიროს რა დრო, დიდი აფეთქებიდან მხოლოდ რამდენიმე ასეული მილიონი წლის შემდეგ.
ასტრონომებს სურთ ნახონ, როგორ ჩამოყალიბდნენ პირველი ვარსკვლავები და გალაქტიკები და როგორ განვითარდნენ ისინი დროთა განმავლობაში.
მისი მეორე მთავარი მიზანია ეგზოპლანეტების აღმოჩენა, რაც ნიშნავს პლანეტებს მზის სისტემის გარეთ. ტელესკოპი გამოიკვლევს სიცოცხლის პოტენციალს ამ სამყაროებში, მათი ატმოსფეროს შესწავლით.
ვების მთავარ იმედს მისი ინფრაწითელი შესაძლებლობები გვაძლევს. ულტრაიისფერი და ხილული სინათლისგან განსხვავებით, რაშიც ჰაბლი ოპერირებს, ინფრაწითლი უფრო ადვილად აღწევს მტვერში, რაც ღრუბლებით დაბურული ადრეული სამყაროს უკეთეს, მკაფიო ხედს გვპირდება. მეტიც, ეს მეცნიერებს უფრო შორეულ წარსულში გახედვის საშუალებას მისცემს.
ამასთან, დაგეგმილია უფრო კომპლექსური დაკვირვებები ჩვენს მზის სისტემაზე, მათ შორის მარსსა და ევროპაზე, იუპიტერის ყინულოვან მთვარეზე.
5 — დიდი მზადება
ასტრონომებმა ჰაბლის "ჩამნაცვლებელ" ტელესკოპზე მსჯელობა 1990-იან წლებში დაიწყეს, ხოლო უშუალოდ მისი მშენებლობა 2004 წელს დაიწყო.
ტელესკოპის გაშვება რამდენჯერმე გადაიდო, თავდაპირველად 2007 წელს, შემდეგ 2018 წელს. ამის მიზეზი ძირითადად ტელესკოპთან დაკავშირებული სირთულეები იყო.
ვების კოსმოსური ტელესკოპი ნამდვილად კომპლექსური მექანიზმია. ის უზარმაზარი საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგია. პროექტზე 10 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა, ხოლო ბიუჯეტმა საბოლოოდ 10 მილიარდი დოლარი შეადგინა.
მისია 5 წელზეა გათვლილი, მაგრამ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ის ბევრად დიდხანს გაგრძელდება. ამის კარგი მაგალითი თავად ჰაბლის ტელესკოპია.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები