WHO-ს განცხადებით, ომიკრონი დელტა ვარიანტზე გადამდებია და ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ კვირას გაკეთებულ განცხადებებს თუ დავეყრდნობით, ომიკრონი კორონავირუსის დელტა შტამზე მეტად გადამდებია და ვაქცინის ეფექტიანობას ამცირებს, თუმცა, ნაკლებად სერიოზულ სიმპტომებს იწვევს. დასკვნა ადრეულ მონაცემებს ემყარება.
ასევე იხილეთ: რატომაა საშიში კორონავირუსის ახალი შტამი — ყველაფერი, რაც B.1.1.529-ზე ვიცით.
WHO-ს უწყებით, ომიკრონი უკვე 63 სახელმწიფოშია მოდებული, შედარებით სწრაფი გავრცელება კი სამხრეთ-აფრიკასა და ბრიტანეთში შეინიშნება.
მონაცემების ნაკლებობის გამო, შეუძლებელია იმის თქმა, თუ რატომ შეინიშნება ვარიანტის გადადების ასეთი მაჩვენებელი: იმიტომ, რომ იგი იმუნურ რეაქციებს ნაკლებად ექვემდებარება, უფრო გადამდებია თუ ორივე. WHO-ში აცხადებენ იმასაც, რომ, სავარაუდოდ, საზოგადოებრივი გადაცემის დაწყების შემდეგ ომიკრონი დელტა ვარიანტს გაუსწრებს.
ამ დროისათვის ომიკრონის შტამით ინფიცირება შედარებით მსუბუქი სიმპტომებით ან ასიმპტომური შემთხვევებით გამოიხატებოდა, თუმცა, ორგანიზაციის განცხადებით, ვარიანტის სერიოზულობის შესაფასებლად მონაცემები საკმარისი არ არის.
კომენტარები