პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხად ძაღლს მიმართა. "გომბორა უთხარი, აბა მიდი", — ირონიით გადაამისამართა მან მედიის წარმომადგენლების კითხვები ძაღლთან, რომლებიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე, ქვეყანაში არსებული დესტაბილიზაციის შემცირებასა და 14:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე ეკითხებოდნენ.

დღეს პრეზიდენტის რეზიდენციასთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია არის დაგეგმილი.

ზურაბიშვილი მედიასთან ბოლოს 17 ნოემბერს გამოჩნდა. ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, სააკაშვილის შიმშილობის 48-ე დღეს, მოქმედმა პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა, თუმცა ჟურნალისტების მისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა არ ჰქონდათ.