საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლება მთავრობას შესაძლოა 1 წლით გაუხანგრძლივდეს
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესების უფლება მთავრობას შესაძლოა კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივდეს. შესაბამისი კანონპროექტი ჯანდაცვის კომიტეტის წევრებმა შეიმუშავეს.
პარლამენტმა მთავრობას ამის უფლება პირველად 2020 წლის 22 მაისს მისცა და მისი მოქმედების ვადად იმავე წლის 15 ივლისი განისაზღვრა. ამის შემდეგ, პარლამენტისვე დადგენილებით, თარიღმა სამჯერ გადაიწია — ჯერ 2021 წლის 1-ელ იანვრამდე, შემდეგ 2021 წლის 1-ელ ივლისამდე, ბოლოს კი 2022 წლის 1-ელ იანვრამდე. ახალი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც ბიუროს სხდომაზე დღეს განიხილეს, მთავრობას შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობა უკვე მეოთხედ, ამჯერად 1 წლით უხანგრძლივდება — 2023 წლის 1-ელ იანვრამდე.
"არსებული რეალობიდან გამომდინარე აშკარაა, რომ პანდემიასთან და მისით გამოწვეულ შედეგებთან მყისიერად და ეფექტურად გასამკლავებლად აუცილებელია გაგრძელდეს 2020 წლის 22 მაისის ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების მოქმედება და მის საფუძველზე სათანადო რეგულაციების მიღებისა და საჭირო ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა არსებობდეს", — ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ინიციატორები ამტკიცებენ, რომ აქამდე ეს დროებითი ნორმა კანონის შესაბამისად სრულდებოდა, ანუ, ყველა შეზღუდვა მხოლოდ კორონავირუსის ინფექციის გავრცელების მასშტაბის შესაბამისად წესდებოდა.
"საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ დროებითი ნორმის იმპლემენტაცია კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს პანდემიის სამართავად აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ შემუშავებული წესები შეესაბამება ეპიდვითარების სიმძიმეს და ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) გავრცელების შესაჩერებლად აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები გამოიყენება", — წერია დოკუმენტში.
კანონპროექტის ავტორები არიან ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, მისი პირველი მოადგილე, ვლადიმერ კახაძე, მოადგილე ზაალ მიქელაძე და კომიტეტის წევრები — ზაზა ლომინაძე, რამინა ბერაძე, დავით სერგეენკო და ირმა ზავრადაშვილი.
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
კომენტარები