საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება
საქართველოს ბანკისა და "თბილისი — წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" პარტნიორობით, 11-12 დეკემბერს თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება ექსპო ჯორჯიაში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ჩატარდება. ფესტივალში საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა გამომცემელი და წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას. სტუმრებს საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის ფასდაკლებით და სხვადასხვა სახის გასართობ-საგანმანათლებლო პროდუქციის შეძენის შესაძლებლობა ექნებათ.
ფესტივალის მსვლელობისას, ბავშვებისთვის წინასაახალწლო-ლიტერატურული დღესასწაული გაიმართება, რაც მოიცავს: ილუსტრაციის ხატვის გაკვეთილებს, თითების თეატრის წარმოდგენას, ზღაპრების კითხვას და სხვა; ორივე დღის განმავლობაში, დიდ ეკრანზე, ანიმაციური ფილმები გაშუქდება.
გარდა ამისა, 12 დეკემბერს, ღონისძიების ფარგლებში, საბავშვო ლიტერატურული კონკურსის, "ნაკადულის" გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან, ხოლო მე-3 პავილიონის ეზოში ჯგუფ არასა და თბილისის მერიის ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის მე-19 სკოლის ორკესტრის კონცერტი გაიმართება.
"თბილისის საბავშვო წიგნის ფესტივალი ერთ-ერთია იმ პროექტებიდან, რომელიც 'თბილისი — წიგნის მსოფლიო დედაქალაქის' ფარგლებში დაარსდა და სამომავლოდაც გაგრძელდება. საბავშვო-საყმაწვილო ლიტერატურის გამოცემა უდიდესი საქმეა, რომელსაც მხარდაჭერა და მეტი მოტივაცია სჭირდება. სწორედ, ამას ემსახურება საბავშვო ლიტერატურული პრემია 'ნაკადულის' დაარსებაც, რომლის გამარჯვებულებსაც აღნიშნული ფესტივალის მსვლელობისას გამოვავლენთ", - ამბობს "თბილისი — წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.
"მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ თბილისის პირველ საბავშვო წიგნის ფესტივალს. საქართველოს ბანკის ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტი განათლების ხელშეწყობა და განვითარებისთვის საჭირო რესურსზე წვდომის გაზრდაა. ვფიქრობთ, მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოზარდების პატარა ასაკიდანვე მკითხველებად ჩამოყალიბებას და მათ სამომავლო განვითარებას", — აცხადებს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, თამარ გოჩაშვილი.
ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი" ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას. ვრცლად ბანკის სხვა CSR პროექტების შესახებ ინფორმაციას აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით.
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები