კოვიდგადატანილებისთვის მწვანე პასპორტის უვადოობაზე PHR-ის სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა
ფოტო: გვანცა სეთურიძე / On.ge
ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი კოვიდგადატანილებისთვის მწვანე პასპორტის უვადოობის ცვლილებაზე. PHR-მა სარჩელი 29 ნოემბერს შეიტანა და მოითხოვა, სასამართლოს მთავრობისთვის დაევალებინა მწვანე ბარათის სამეცნიერო და სამედიცინო მტკიცებულებების შესაბამისად გაცემა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნა სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა, ეს გადაწყვეტილება კი 3 არგუმენტს დაამყარა.
PHR განმარტავს სასამართლოს მიერ მოყვანილ თითოეულ არგუმენტს:
- "[მოსარჩელის] მოთხოვნა იმდენად განვრცობითი ხასიათის შინაარსის მატარებელია, რომ მისი აღსრულება ფაქტობრივად შეუძლებელია".
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნა იყო, საქართველოს მწვანე სტატუსი გაეცა "საერთაშორისო სამეცნიერო და სამედიცინო მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ადამიანის უფლებების სტანდარტის შესაბამისად". PHR აცხადებს, რომ ეს არგუმენტი სასამართლოს აძლევდა საშუალებას, მთავრობა დაევალდებულებინა, კოვიდგადატანილებისთვის მწვანე სტატუსი არა მუდმივად, არამედ დროებით მიენიჭებინა.
- "[მოსარჩელე] მოცემულ შემთხვევაში სრულად ეყრდნობა განმცხადებლების შეფასებებს და ინტერნეტ გამოცემების ამონარიდებს, სადაც დარგის სპეციალისტების მიერ გამოთქმულია მოსაზრებები მიმდინარე თემასთან დაკავშირებით".
PHR-ში აცხადებენ, რომ მათი სარჩელი ეყრდნობოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის, ალერგოლოგ-იმნუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის შეფასებებს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სწორედ ეს ადამიანები აცნობენ საზოგადებას ყოველდღიურად პანდემიასთან დაკავშირებულ სამედიცინო და სამეცნიერო სიახლეებს, ასევე, წარმოადგენენ ინსტიტუტებს, რომლებსაც ევალებათ ქვეყანაში ეპიდემიასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება. შესაბამისად, PHR ფიქრობს, რომ მათი მოსაზრებებზე დაყრდნობა სრულაიდ ლეგიტიმურია.
- "აუცილებელია მხარემ კონკრეტულად და რეალურად მიუთითოს იმ კანონშეუსაბამობის თაობაზე, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებას/უმოქმედობას ..."
ორგანიზაციის ინფორმაციით, სასამართლომ ჩათვალა, რომ მთ ვერ დაასაბუთეს საფრთხე, რაც მათი მოთხოვნის შეუსრულებლობას მოჰყვებოდა.
PHR-ში აცხადებენ, რომ ნაცვლად იმისა, რომ მთავრობამ საკუთარი გადაწყვეტილება დააფუძნოს მტკიცებულებებს, მოქალაქეებს უწევთ მტკიცება, რომ ეს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა, სასამართლომ კი ეს პრობლემად არ მიიჩნია.
"მოსამართლემ მთავრობას ამ გადაწყვეტილებით უთხრა, რომ მათ არ ევალებათ თავისი აქტების დასაბუთება, მოქალაქეებმა უნდა დაასაბუთონ რომ აქტი კანონს არღვევდა", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
PHR საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკონსტიტუციოში გაასაჩივრებს.
1-ლი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტები ამოქმედდა. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 8 ნოემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. მან თქვა, რომ მსჯელობდნენ კოვიდგატანილებისთვის პასპორტზე შეზღუდვა ყოფილიყო 6 თვე, თუმცა პირადად მისი რეკომენდაცია იყო, რომ ამ კატეგორიაზე კოვიდპასპორტი უვადოდ გაეცათ და "საბჭომ გაიზიარა მისი წინადადება".
საკოორდინაციო საბჭოს სხვა წევრებს არ განუმარტავთ, რა სამედიცინო არგუმენტის საფუძველზე გაიზიარეს ღარიბაშვილის რეკომენდაცია. ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ამ საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ ასეთი ახსნა შემოგვთავაზა:
"ზოგადად საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში მეორე არსად არ არის და ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ".
ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რის გამოც საქართველოში გაცემულ მწვანე პასპორტს ქვეყაქნაში და მის საზღვრებს გარეთ ყოველთვის თანაბარი წარმატებით ვერ გამოვიყენებთ. მოგვიანებით, ეს საკითხი უფრო დეტალურად განმარტა მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ:
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები