პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს 4 მოსამართლის დანიშვნა გაუმართლებელი და დამაზიანებელია — NGO-ები
ფოტო: Shutterstock
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, რომელშიც 40 არასამათავრობო ორგანიზაცია შედის, გაუმართლებლად მიიჩნევს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს 4 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას. არასამთავრობოების შეფასებით, საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტმა მიიღო ერთპარტიულად, ფართო პოლიტიკური კონსენსუსის გარეშე.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ პარლამენტმა არ გაითვალისწინა სამოქალაქო საზოგადოების, სახალხო დამცველისა და საერთაშორისო აქტორების არაერთი მოწოდება, შეჩერებულიყო მოსამართლეების არჩევა უზენაეს სასამართლოში მანამ, სანამ არ იქნებოდა უზრუნველყოფილი ამ პროცესების სამართლიანად, პარტიული თუ კორპორატიული ინტერესებისგან თავისუფლად წარმართვა.
"კოალიციის შეფასებით, მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესები არსებითად პრობლემურია, რადგან არასაკმარისად არის დაზღვეული ამ პროცესზე შიდა და გარე გავლენების საფრთხეები. ამავდროულად, საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს ერთპარტიულად, ფართო პოლიტიკური კონსენსუსის გარეშე. შესაბამისად, ასეთ კონტექსტში უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს 4 მოსამართლით დაკომპლექტება კიდევ უფრო ამცირებს მართლმსაჯულების სისტემისადმი ისედაც დეფიციტურ ნდობას", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ 25 და 26 ნოემბერს იურიდიულ კომიტეტზე მოსამართლეობის კანდიდატებთან გამართული ინდივიდუალური გასაუბრებები ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჩართულობის გარეშე წარიმართა.
კოალიციის განმარტებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კონკურსი განსაკუთრებით პრობლემური იყო რამდენიმე გარემოების გამო, მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში 5 არამოსამართლე წევრი ამ დრომდე არ არის დანიშნული. არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე საუბრობს, რომ :
- წარსული გამოცდილებების მსგავსად, კვალიფიკაციისა და პროფესიული კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით კანდიდატების შეფასების ნაცვლად, საბჭოში მიმდინარე პროცესი ტოვებდა არათანმიმდევრულობის, კანდიდატების მიმართ უთანასწორო დამოკიდებულების და შაბლონურობის შთაბეჭდილებას;
- საკანონმდებლო ორგანოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები წარიმართა ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო ორგანიზაციების დაბალი მონაწილეობით, რისი მიზეზიც იყო ზოგადი რწმენის არარსებობა, რომ საპარლამენტო მოსმენები კანდიდატების რეალური უპირატესობებისა თუ ნაკლოვანებების გამოვლენას, მათი პროფესიული კრიტერიუმებით შეფასებას ემსახურებოდა.
არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ გასაუბრებების ასეთ კონტექსტში ჩატარება და კანდიდატების მხოლოდ ერთპარტიული მხარდაჭერა, ჩრდილს აყენებს როგორც კონკრეტულად შერჩეულ მოსამართლეებს, ისე მთლიანად სასამართლო სისტემას. მათივე განცხადებით, მსგავსი პროცესები კიდევ უფრო ამცირებს მართლმსაჯულების რეალური გაჯანსაღების პერსპექტივას და ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ.
კოალიციის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები:
- უფლებები საქართველო (ყოფილი კონსტიტუციის 42-ე მუხლი)
- მრავალეროვანი საქართველო
- საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია
- სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
- საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის
- ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი
- კონსტიტუციური უფლებების დაცვის ცენტრი
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
- ადამიანის უფლებათა ცენტრი
- საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
- დემოკრატ მესხთა კავშირი
- თავისუფლების ინსტიტუტი
- სამოქალაქო განვითარების სააგენტო
- საქართველოს გაეროს ასოციაცია
- ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო
- სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
- საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
- დემოკრატიის ინსტიტუტი
- ევროპის ფონდი
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
- თბილისის მედია კლუბი
- ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი
- იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი
- სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტი
- საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია
- ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
- საქართველოს ევროპული არჩევანი
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
- კავშირი საფარი
- ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის
- დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი
- ააიპ ფრემა
- წამების მსხვერპლთა ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრი ემპათია
- ლიბერალური აკადემია თბილისი
- თანასწორობის მოძრაობა
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 4 მოსამართლე: გენადი მაკარიძე, თამარ ოქროპირიძე, ნინო სანდოძე და თეა ძიმისტარაშვილი უვადოდ დაამტკიცა.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს კანიდატების მოსმენას არ დაესწრო ევროკავშირის ელჩი და თქვა, რომ მოსამართლეთა არჩევის პროცესი არ არის შესაბამისობაში შარლ მიშელის შეთანხმებასა და მაკროფინანსური დახმარების მიღების სანაცვლოდ წაყენებულ პირობებთან. პროცესს გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოც. ისინი წუხდნენ, რომ მოსამართლეების დანიშვნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს.
შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი სასამართლო რეფორმას ეხებოდა. შეთანხმების მიხედვით, არსებული წესით უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნისგან თავი უნდა შეეკავებინათ. ამის მიუხედავად, პარლამენტმა სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატი უვადოდ დაამტკიცა. პარალელურად კი, ქართული ოცნება აცხადებდა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი მათი მხრიდან სრულდება. იმის საილუსტრაციოდ, რომ შეთანხმებაში ნამდვილად ეწერა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნებისგან თავის შეკავების შესახებ, ამერიკის საელჩომ ტვიტერზე გამოაქვეყნა დოკუმენტის ფოტო, სადაც შეთანხმების ეს ნაწილი ყვითლად არის გახაზული.
ამის შემდეგ იყო ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველომ მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობები ვერ შეასრულა. ჟულიენ კრამპის თქმით, ამ განცხადებამდე ქართული ოცნების ხელისუფლება აქტიურად საუბრობდა იმაზე, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილზე უარს ამბობენ, რადგან მთავრობამ დაიწყო საგარეო ვალის შემცირება და ამ თანხის მიღების აუცილებლობა აღარ არის.
ამასთანავე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის პროცესში გამოვლენილმა ხარვეზებმა ქვეყანაში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის საკითხი რისკის ქვეშ დააყენა.
გაიგე მეტი:
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
კომენტარები