მეცნიერებმა მარილის მარცვლის ზომის კამერა შექმნეს
პრინსტონისა და ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს კამერა, მხოლოდ ნახევარი მილიმეტრის სიგანით, რომელსაც 500 000-ჯერ დიდი მოცულობის ობიექტივის მსგავსი ფოტოების გადაღება შეუძლია. ტექნოლოგიური გარღვევა შეიძლება გამოიყენონ სამედიცინო კუთხით ან ძალიან პატარა რობოტებისთვის.
კამერა, რომელიც აღწერილია Nature Communications-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში, მუშაობს ისეთი ინსტრუმენტის წყალობით, რომელსაც მეტაზედაპირი ეწოდება. ეს მასალა დაფარულია 1,6 მილიონი ცილინდრული სვეტით, თითოეული მათგანი აივ ინფექციის ნაწილაკების ზომისაა და მუშაობენ როგორც ოპტიკური ანტენა. ამის გარეშე კამერა ვერ შეძლებდა სწორად აეთვისებინა ობიექტიდან ასახული მთელი შუქი.
მეცნიერების თქმით, მთელი ეს კონფიგურაცია ნერვული ნანო-ოპტიკაა და არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი უახლესი მიკრო კამერებისკენ.
"მსგავსი მიკროსტრუქტურების შექმნა სერიოზული გამოწვევა იყო და ჩვენ ეს შევძელით. ადრე უბრალოდ ფიზიკურად არ იცოდნენ თუ როგორ შეემუშავებინათ მსგავსი მილიონობით ნანოსტრუქტურა", — განაცხადა პრინსტონის კურსდამთავრებულმა მკვლევარმა და კვლევის თანაავტორმა ეთან ცენგმა.
გუნდი ახლა ცდილობს კამერის გამოთვლითი შესაძლებლობების გაფართოებას. მათ არა მხოლოდ ეს სურთ, არამედ ისინი იკვლევენ, თუ როგორ დაამატონ ობიექტების გამოვლენის შესაძლებლობები და სხვა ფუნქციები, რამაც შეიძლება ეს რევოლუციური ინსტრუმენტი მედიცინასა და რობოტიკაში აქტიურად გამოყენებადი გახადოს.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები