ინდოეთი ზამთარში კრიპტოვალუტებს სრულად დაბლოკავს
ინდოეთი იანვარში წარდგენილ გეგმას მიჰყვება და წლის ბოლომდე ყველანაირი კრიპტოვალუტის აკრძალვას გეგმავს. პროექტის თანახმად, ინდოეთი გეგმავს, რომ სახელმწიფოსა და ინდოეთის ცეენტრალური ბანკის მიერ მართული საკუთარი კრიპტოვალუტა შექმნას. ეს ყველაფერი კრიპტოვალუტებისა და ოფიციალური ციფრული ვალუტის შესახებ კანონპროექტის მიხედვით, დეკემბრიდან დარეგულირდება.
მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის შესახებ საუბარი ჯერ კიდევ იანვარში დაიწყო, ადამიანთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევდა, რომ ინდოეთი წნეხს შეამცირებდა და კანონპროექტის დამტკიცებაზე ოფიციალურად არ იფიქრებდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს ასე არ იქნება და ინდოეთიც ჩინეთის გზას დაადგება.
სახელმწიფოს განმარტებით — "კანონპროექტი შემუშავდა იმისათვის, რომ შეიქმნას ოფიციალური ციფრული ვალუტა, რომელიც გამოშვებული იქნება ინდოეთის ცენტრალური ბანკის მიერ და მის მიერვე დარეგულირდება".
ამბის გავრცელებასთან ერთად ინდურ ბირჟებზე კრიპტოვალუტების ფასმა ვარდნა დაიწყო. 25 ნოემებრეს WazirX-ზე ბიტკოინის ფასი 13%-ით დაეცა. კანონპროექტის მიხედვით ადამიანები ისევ შეძლებენ კრიპტოვალუტებით ვაჭრობას, ოღონდ მხოლოდ იმ ბირჟებზე, რომლებიც მთავრობის მეთვალყურეობის ქვეშ იქნება ან უბრალოდ ინვესტორის ინტერესების დაცვის ფარგლებში დარჩება ბაზარზე.
როგორც ჩანს, გადაწყვეტილია, რომ ინდოეთი შეუერთდება იმ ქვეყნებს, რომლებმაც კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით მძიმე სანქციები დააწესეს. ასეთ ქვეყნებში შედიან ჩინეთი, რუსეთი და ნეპალი. ზოგმა მათგანმა, მაგალთად ჩინეთმა, უკვე გამოუშვა თავისი ცენტრალურ ბანკის მიერ დარეგულირებული სახელმწიფო კრიპტოვალუტა Renminbi.
უნდა ითქვას, რომ ეს ყველაფერი კარგად არც ჩინეთის და არც ინდოეთის მოსახლეობაზე აისახება. სახელმწიფოების ერთადერთი მიზანი გავლენების შენარჩუნებაა. კრიპტოვალუტების უმეტესობა დეცენტრალიზებულია და მათ კონტროლს მთავრობები ვერ ახერხებენ, ეს კი ჩინოვნიკებს ნამდვილად არ მოსწონთ.
კომენტარები