ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს საქმეზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულს 7 თვითა და 6 წლით პატიმრობა მიესაჯა. ინორმაცია On.ge-ს სასამართლოში დაუდასტურეს.

11 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქობულეთში 24 წლის კაცი დააკავეს, რომელმაც 16 წლამდე ბავშვთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. პოლიციამ კაცი მას შემდეგ დააკავა, რაც ბავშვმა თავი მოიკლა. როცა მედიაში ბავშვის თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, შსს სავარაუდო სექსუალურ ძალადობას არ ადასტურებდა. იმ განცხადებაში კი, სადაც მოძალადის დაკავებაზე იყო საუბარი, ასევე, არაფერი იყო ნათქვამი თვითმკვლელობაზე.

დაკავებულს ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი: სრულწლოვანის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში (ორი ეპიზოდი) და თვითმკვლელობამდე მიყვანა. გამოცემა Batumelebi-ს ცნობით, ბრალდებული თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გაამართლეს.

საქმის ფარგლებში, ასევე, დააკავეს გოგოს ბაბუა, რომელსაც ოჯახში ძალადობისთვის 6 აგვისტოს 1-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

გაიგე მეტი: