რაგბი, როგორც ცხოვრების წესი — 14 წლის ბიჭის ოვალური სამყარო
ზუგდიდში და-ძმასთან დედასთან, მამასთან და ბაბუასთან ერთად ცხოვრობს. უყვარს სპორტი და გატაცებით ისმენდა ხოლმე ისტორიებს რაგბის კლუბ სოხუმის შესახებ, რომელსაც ნათესავი ხშირად უყვებოდა. პატარა ზუკა გაგუამაც ოვალური ბურთის ჯადოსნურობა ირწმუნა და 4 წლის წინ კლუბში თავადაც ჩაეწერა. ახლა 14 წლისაა და ძირითად დროს მეორე ოჯახში — რაგბის კლუბ სოხუმში ატარებს.
"აქ მარტო სავარჯიშოდ არ მოვდივართ. ვხალისობთ, ვერთობით და ხშირად კარგ საქმეებსაც ვაკეთებთ. მაგალითად, ვასუფთავებთ ნაგვისგან ქალაქს. დავდივართ მდინარეზე, ვაწყობთ პიკნიკს, გასვლითი ღონისძიებები გვაქვს. თავიდან რომ შემოვედი ძალიან ცუდი პირობები იყო. გასახდელი ხის ტოტებისგან იყო მოწყობილი, საშინლად ციოდა. მერე სპონსორი გამოგვიჩნდა და გასახდელის აშენებაში ჩვენც ჩავერთეთ. ახალი ფორმებიც გვაქვს, ინვენტარიც და ყველაფერი რაც გვჭირდება, უფრო კარგად რომ ვითამაშოთ".
30-მდე მეგობართან ერთად ძირითად ენერგიას და დროს მოედანზე ხარჯავს. მისი მთავარი გატაცება რაგბია, არა მხოლოდ როგორც სპორტის სახეობა, არამედ რაგბი, როგორც ცხოვრების წესი. ჯერ მხოლოდ 14 წლის არის, მაგრამ შრომის და თანადგომის ფასი უკვე კარგად იცის, რაც როგორც ამბობს, კლუბში ისწავლა.
"რაგბი გვეხმარება, რომ ადამიანებად ჩამოვყალიბდეთ, მომავალ ცხოვრებაში აუცილებლად გამომადგება იმიტომ, რომ რაგბი მასწავლის თუ როგორ უნდა დავიცვათ სუსტები, როგორ უნდა ამოვუდგეთ ჩვენს მეგობრებს მხარში და დავეხმაროთ სხვებს. აქ მარტო კი არ ვვარჯიშობთ და ვთამაშობთ — ცხოვრებას ვსწავლობთ".
ბედნიერია იმიტომ, რომ სწორედ იქ მოხვდა, სადაც მომავალში საკუთარ თავს ყველაზე კარგად ხედავს. ზუსტად იცის რა უნდა. სწავლობს და შრომობს ძალიან ბევრს იმისთვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს და ოცნება აიხდინოს. ოცნებებს და მიზნებს ერთმანეთისგან მიჯნავს თუმცა ორივეს რაგბის უკავშირებს.
"სოხუმში თამაში ჩემთვის მოტივაციაა და დიდი პასუხისმგებლობაც. ძალიან მინდა, რომ ყველამ იამაყოს ჩვენი გუნდით. ჩემი ოცნებაა, რომ რაგბი ვითამაშო სოხუმში. ჩემი მიზანი კი დიდი რაგბის საფრანგეთში თამაშია. ამისთვის ძალიან ბევრს ვვარჯიშობ, ვშრომობ და ამის გარდა ბევრს ვმეცადინეობ. ვიცი, რომ ოცნებას ავიხდენ და მიზანს მივაღწევ".
რაგბის კლუბი სოხუმი 2016 წელს დაარსდა. ვარჯიში, ფორმა, კვება, ტრანსპორტირება, საჭირო ინვენტარი და ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის სხვა მნიშვნელოვანი აქტივობები გუნდის ყველა წევრისთვის უფასოა. კლუბისთვის საჭირო ფინანსების მოძიება დამფუძნებლებს წლების მანძილზე სხვადასხვა ხერხით უწევდათ — 30-ზე მეტი ბავშვით დაკომპლექტებული გუნდი შემოწირულობებით არსებობს. 2021 წლის აგვისტოდან სოხუმის სპონსორი თეგეტა თრაქ ენდ ბასი გახდა, რომელიც კლუბის საჭიროებებზე მთელი წელი იზრუნებს და ყველა აქტივობაში აქტიურად იქნება ჩართული.
-
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
კომენტარები