თვითმფრინავმა ელექტროენერგიაზე მომუშავე მოწყობილობების სიჩქარის რეკორდი დაამყარა
Rolls-Royce-ის ელექტროენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავმა — Spirit of Innovation-მა ახლახან სრულად ელექტროენერგიაზე მომუშავე მოწყობილობების სიჩქარის რეკორდი დაამყარა და ჰაერში 618.6 კმ/სთ სიჩქარით გაიჭრა.
თუმცა, საერთაშორისო საავიაციო ფედერაციას (FAI) ფრენა ჯერ არ დაუმტკიცებია და არც რეკორდია დადასტურებული. რეკორდის დამოწმების შემთხვევაში, კომპანიის ერთადგილიანი საჰაერო ხომალდი ამჟამინდელ რეკორდს — შთამბეჭდავი 212.4 კმ/სთ-ს დაამარცხებს, რომელიც Siemens-ის ელექტროენერგიაზე მომუშავე საჰაერო ხომალდმა –— Extra 330LE eAircraft-მა 2017 წელს დაამყარა.
ასევე, მან 3048 მეტრს სიმაღლეზე აფრენა სულ რაღაც 202 წამში მოახერხა, 60 წამით უფრო სწრაფად, ვიდრე მისმა წინამორბედმა რეკორდსმენმა, რაც ელექტრო-მოწყობილობების სიმძლავრეზე მიუთითებს.
განცხადების მიხედვით, თვითმფრინავი 400 კილოვატიან ელექტროგადამცემზე მუშაობს და "ყველაზე მძლავრი რეაქტიული ელემენტების წყებითაა აღჭურვილი, რომელიც ოდესმე აერონავტიკაში გამოუყენებიათ".
ეს სიახლე მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სექტემბერში Spirit of Innovation-მა ჰაერში თავისი 15 წუთიანი ფრენა წარმატებით დაასრულა.
მიუხედავად იმისა, რომ ელექტრო თვითმფრინავები საწვავზე მომუშავე ხანგრძლივი ფრენისთვის განკუთვნილ სამგზავრო თვითმფრინავებს, სავარაუდოდ, ახლო მომავალში ვერ ჩაანაცვლებენ — Engadget-ის მიხედვით, დღევანდელი ბატარეის ტექნოლოგიებისთვის ენერგიისა და წონის თანაფარდობა ამას შეუძლებელს ხდის — ელექტრო თვითმფრინავებმა, შეიძლება, უფრო მოკლე მანძილზე გადაადგილებისთვის მოიპოვონ უპირატესობა.
Rolls Royce-ის პრეს რელიზში გაერთიანებული სამეფოს მდივანმა ბიზნესის, ენერგეტიკისა და სამრეწველო საკითხებში, კვასი კვარტენგმა განაცხადა, რომ საჰაერო ხომალდს "მომავალში დიდი პოტენციალი აქვს და რომ იგი დაგვეხმარება ისეთი ტექნოლოგიების განვითარებაში, რომლებიც მას ყოველდღიურობის ნაწილად აქცევენ".
მაგრამ, ავიაკომპანიის ხელმძღვანელები ამაში ბოლომდე დარწმუნებულები არ არიან. Ryanair-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ ო'ლირიმ CNBC-ს განუცხადა, რომ იგი 2030 წლამდე წყალბადის საწვავზე, მდგრად საწვავსა და ელექტრო ძრავებზე მომუშავე მოწყობილობების ფართო გამოყენებას ვერ ხედავს.
კომენტარები