მელიამ ხვალ 5 საათზე პარლამენტთან მორიგი აქცია დააანონსა
ფოტო: გვანცა სეთურიძე / On.ge
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ 13 ნოემბერს 17:00 საათზე პარლამენტთან მორიგი აქცია დააანონსა.
"მიმდინარე დღეებმა უჩვენა, რომ ჩვენი უწყვეტი, არაძალადობრივი პროტესტის ფონზე ხელისუფლება, რეჟიმი საბოლოოდ კარგავს სახეს და უშვებს თავისთვის მომაკვდინებელ შეცდომებს. სულ უფრო და უფრო ძლიერდება საერთაშორისო რეაქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, მისი ღირსებისა და ჯანმრთელობის აბუჩად აგდებამ საქართველოს ოლიგარქიული რეჟიმი მთელი მსოფლიოს თვალში წარმოაჩინა ველურ და არაცივილიზებულ მმართველობად.
ახლა ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ყოველდღიურად არაძალადობრივი, წინააღმდეგობრივი პროტესტი და ვარყიოთ რეჟიმი ასე, სანამ ის არ ჩამოინგრევა. ამ საერთაშორისო, სრულიად ადეკვატურ, მზარდ რეაქციას, ასევე, რა თქმა უნდა, აძლიერებს ჩვენი უწყვეტი, თანმიმდევრული, ორგანიზებული პროტესტი, ამიტომ ხვალ, ძვირფასო მეგობრებო, ვისთვისაც სულ ერთი ნამდვილად არ არის და ასეთი ადამიანი ამ ქვეყანაში, როგორც უკანასკნელმა დღეებმაც დაადასტურა, არის აბსოლუტურ უმრავლესობაში, გელოდებით 17:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხვალ 17:00 საათზე პარლამენტთან გელოდებით ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია როგორი საქართველო უნდა გვქონდეს მომავალში", — განაცხადა მელიამ.
ოპოზიციის აქციები რამდენიმე დღეა იმართება. 8 ნოემბერს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე ნიკა მელიამ უწყვეტი პროტესტი დააანონსა. მოგვიანებით, მან უფრო დეტალურად ისაუბრა სამომავლო გეგმებსა და სტრატეგიაზე.
მელიას თქმით, ყოველი დღის ბოლოს მომდევნო დღის გეგმების შესახებ გახდება ცნობილი და საზოგადოებას საპროტესტო აქციების ლოკაციებს შეატყობინებენ. თუმცა ენმ-ს თავმჯდომარის განცხადებით, ყოველთვის იქნება ერთი წერტილი, რომელსაც არ დაასახელებენ. მისი განმარტებით, ხელისუფლებას ძველი მიდგომით "ამოსუნთქვის საშუალებას" აძლევდნენ, თუმცა ახლა საპირისპიროდ იმოქმედებენ.
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
კომენტარები