ტომოგრაფიის აპარატი შესასვლელში დგას, მგონი, რესპუბლიკურიდან არის, მე ვიყიდე 2006 წელს — ექიმი
ფოტო: კადრი ვიდეოდან/რადიო თავისუფლება
ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, ტომოგრაფიის აპარატი ჯერ კიდევ გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულების შესასვლელთან დგას. მისი თქმით, ეს აპარატი იცნო, რადგან ის 2006 წელს თავად შეიძინა.
"ტომოგრაფიის აპარატი დგას შესასვლელში. მე მგონი, ეს რესპუბლიკური საავადმყოფოდან არის, მე როგორც ვიცანი. იმიტომ, რომ ეს აპარატი მე ვიყიდე 2006 წელს. ისე, სასაცილოა მართლა, რამდენი წელი გავიდა", — აცხადებს ყიფშიძე.
8 ნოემბერს ყიფშიძემ ისაუბრა, რომ კომპიუტერული ტომოგრაფიის დამონტაჟებასა და ამუშავებს დრო სჭირდება. ექიმის თქმით, არ იციან რა მდგომარეობაშია ექსპრეზიდენტი. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების განმარტებით, ამ ტექნიკის მონტაჟს სჭირდება: მაღალტექნოლოგიური განათლების მქონე ინჟინრები, სპეციალურად მოწყობილი ოთახი, კალიბრაცია, ინჟინრები, რომლებიც ჩამოყვებიან და უსაფრთხო გამოყენებას უზრუნველყოფენ და ლიცენზია სახელმწიფოსგან რადიოაციული თუ სხვა გამოსხივებების შესახებ, რაც ენმ-ს წევრის გიორგი ჩალაძის თქმით, გლდანის ციხის საავადმყოფიში არ არის.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა ერთი საათის შემდეგ დაადასტურა — მას შემდეგ, რაც რუსთავის ციხიდან აფრენილი ვერტმფრენი გლდანის ციხის თავზე გამოჩნდა. უფლებადამცველებმა, ოჯახის წევრებმა და ომბუდსმენმა ერთი საათის განმავლობაში არ იცოდნენ, სად იყო სააკაშვილი.
ექსპრეზიდენტის ციხეში შეყვანის შემდეგ ადგილზე სპეცრაზმი, წყლის ჭავლის მანქანა და დამატებითი საპოლიციო ძალები შეიყვანეს. გარდა ამისა, ციხეში მიიტანეს კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი. მანამდე რამდენიმე დღით ადრე კი უწყება ამტკიცებდა, რომ ციხის კლინიკა საჭირო ტექნიკით აღჭურვილია.
მოთხოვნის მიუხედავად, სააკაშვილთან ღამით არ უშვებდნენ არც ადვოკატებს და არც პირად ექიმს. ადვოკატების თქმით, არასამუშაო საათების მიუხედავად, ვითარება ორდინალური არ იყო და უნდა შეეშვათ.
ნინო ლომჯარიას განცხადებით კი, სააკაშვილს ციხეში უთხრეს, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაეყვანათ და შესაბამისად, ის აღნიშნულ შეთავაზებას დათანხმდა. მიუხედავად ამისა, სააკაშვილი მაინც ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი გაავრცელეს კადრები, რომლითაც სურთ დაამტკიცონ, რომ ექსპრეზიდენტს #12 დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ არ დაუტოვებია.
გარდა ამისა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ომბუდსმენმა თქვა, რომ მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში ჯერ კიდევ დერეფანში დგას კომპიუტერული ტომოგრაფი, რომელიც იქ მას შემდეგ მიიტანეს, რაც კლინიკაში მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს. მისივე თქმით, კლინიკაში არ არის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიისა (MRT) და კათეტერიზაციის აპარატი.
ფიზიკურ ძალადობაზე საუბრის გარდა, სააკაშვილი წერილში ამბობს, რომ #18 დაწესებულებაში გადასვლისას ციხის ერთ-ერთმა თანამშრომელმა უთხრა: "აჰა, ჩიტო, ხომ ჩაგიგდეთ ხელში".
იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ რუსთავის ციხიდან გლდანში გადაყვანისას არცერთი პროცედურა და ნორმა არ ყოფილა დარღვეული. მისივე მტკიცებით, სააკაშვილმა ციხეში შეყვანისას თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
კომენტარები