ერთ ფრაზაში მოყოლილი ბრძოლის ისტორია — ანუ მოკლედ იმაზე, რატომ არ უნდა ვთარგმნოთ "ქამინგ აუთი"
ფოტო: The Montrose Center
ქამინგ აუთი (ინგლ.) — ღიად გაცხადება ვისიმე სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობისა.
— Merriam-Webster-ის ლექსიკონი
იმის მიუხედავად, ვინ რამდენად ყურადღებით ვუსმენდით ქართული ენის გაკვეთილებს სკოლაში, ბარბარიზმები მეტ-ნაკლებად ალბათ ყველას გვიქმნის დისკომფორტს, საუბარში თუ არა, მასობრივი მედიის საშუალებების მიერ შექმნილ მასალებში მაინც. ერთია ის, რომ ბევრმა შეიძლება მნიშვნელობა ვერ გაიგოს, მეორეა წუხილი იმაზე, რომ "ენა წახდება".
როცა კი ქვეყნდება რაიმე მასალა, სადაც "ქამინგ აუთი", ან მისი ოდნავ გაქართულებული ფორმა ფიგურირებს ხოლმე, თავიდან იწყება ხმალამოღებული ბრძოლა და ცხარე განხილვა იმასთან დაკავშირებით, რამდენად მისაღებია, მსგავს ფორმას ვიყენებდეთ, მით უმეტეს, მედიაში.
წინამდებარე ტექსტში ამაზე სამსჯელოდ, ალბათ აუცილებელია, ორი გარემოება მივიღოთ მხედველობაში: მე ენათმეცნიერი არ ვარ, ამდენად, ეს ტექსტი თავისუფლად შეგიძლიათ დილეტანტის ნაბოდვარად მიიჩნიოთ, თუმცა, წერისკენ კარგა ხნის წინ გამოცემულმა და გასაახლებელმა ლექსიკონებმა, უზუსტო თანამედროვე გამოცემებმა და ზოგჯერ ენათმეცნიერ-რედაქტორებს შორის ჩამოგდებულმა უთანხმოებამ მიბიძგა. მეორეც — ქართულ ენაში უამრავი სიტყვა, მათ შორის ისეთიც, წარმომავლობა რომ დავიწყებული გვაქვს/არ ვიცით, სხვადასხვა უცხოური ენიდანაა შემოსული.
მაგალითად, ამას წინათ გამოითქვა ერთობ სარწმუნო მოსაზრება, რომ ქართულ სლენგზე ზმნა "დაბრედვა" 60-იანი წლების ფილმ შესანიშნავ შვიდეულსა და მის ერთ-ერთ პერსონაჟს, ბრეტს, შეიძლება უკავშირდებოდეს.
რაც უნდა იყოს, ყველანი ვთანხმებით, რომ ყველაფერს ვერ ვთარგმნით და ამას თავისი მიზეზები აქვს. გეცოდინებათ, რომ ძალიან ბევრი ინოვაციის შესატყვისმა ქართულში ვერ მოიკიდა ფეხი და ეს ენის წახდენის მოსურნეების ბრალი ნამდვილად არ ყოფილა. შორს რომ არ წავიდეთ, ახლა ამ სიტყვებს ხომ ინტერნეტში კითხულობთ.
რადგან თანამედროვეობაში ბარბარიზმებისა თუ კალკების უმეტესობა ინგლისური ენიდან შემოდის, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი კულტურა ერთმანეთისგან გეოგრაფიულადაც და იდეურადაც შორიშორსაა, ამდენად, ზოგი რამ ვერანაირად ითარგმნება ისე, რომ არც ორიგინალის "პეწი" დაიკარგოს და შინაარსიც სრულყოფილად გადმოიცეს.
ერთ-ერთი ასეთი ფრაზა, ინგლისურად ფრაზული ზმნა, ქამინგ აუთია, რომელსაც განსაკუთრებული დატვირთვა და ისტორია აქვს, რომელსაც მისი ქართული შესატყვისების ვარიანტები, უბრალოდ, ვერ გადმოსცემენ.
დღეს გავრცელებული მნიშვნელობით ეს ფრაზა სულ რამდენიმე ათწლეულია, რაც გამოიყენება. პირდაპირი თარგმანით ის საიდანმე "გამოსვლას" ნიშნავს, რაც ყველაზე უკეთ შეეფერება ლგბტქ ადამიანების მიერ იმ ნაბიჯის გადადგმას, რასაც ჰეტერონორმატიულ საზოგადოებაში საკუთარი იდენტობის შესახებ ღიად საუბარი ჰქვია. უფრო ვრცლად ფრაზა მეტაფორად იშლება — "კარადიდან გამოსვლა". კარადის მნიშვნელობა კი ასევე მრავალგვარია და აშშ-ში სტოუნუოლის ჯანყით დაწყებული პროცესების შემდეგ მიუთითებს იმ არატოლერანტულ გარემოზე, რომელიც განსხვავებული სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მქონე ადამიანებს ბოჭავს და ავიწროებს. სწორედ ამიტომ, მათ, ვისაც საკუთარ განსხვავებულ იდენტობაზე ჯერ ღიად არ უსაუბრია, closeted, ანუ კარადაში მყოფ პირებად მოიხსენებენ (რაც, ჩემი აზრით, ცოტათი უხერხული ტერმინია, რადგან ქამინგ აუთი მარტივი სულაც არაა და ბევრ გარემოებაზეა დამოკიდებული).
იმის გამო, რომ დღევანდელ სამყაროში ადამიანების ჰეტეროსექსუალ სისგენდერებად ავტომატურად განსაზღვრაა მიღებული, ხშირად ამბობენ, რომ ქამინგ აუთი ქვიარ ადამიანებს არა ერთხელ, არამედ გამუდმებით უწევთ ცხოვრებაში — პირველი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, ყოველ მომდევნო ჯერზე, ყოველ მომდევნო შემხვედრთან გიწევს იმის ახსნა და თხოვნა, რომ, მაგალითად, უცხოურ ენაში შენთვის მისაღები ნაცვალსახელებით მოგიხსენიონ.
სტოუნუოლს რომ თავი დავანებოთ, "კარადიდან გამოსვლას" კიდევ ერთი მნიშვნელობა აქვს. ამერიკულ სლენგზე "ჩონჩხი კარადაში" სამარცხვინო საიდუმლოს ნიშნავს. (კარადიდან) ქამინგ აუთი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია ან გენდერული იდენტობა სამარცხვინო არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს. ამით ის ასევე აღნიშნავს, რომ გენდერულ იდენტობაზე ამაყად უნდა ილაპარაკო, იმის მიუხედავად, რომ საზოგადოება შეიძლება დარცხვენისკენ მოგიწოდებდეს. ასე უკავშირდება ქამინგ აუთი კიდევ ერთ ქვიარ ცნებას — პრაიდს (Pride — ინგლ. "სიამაყე"), რასაც ასევე თარგმნის გარეშე ვიყენებთ ქართულად საუბრისას და წერისას.
შესაბამისად, როგორც უკვე დავრწმუნდით, ლგბტქ ლექსიკის უმეტესობა ინგლისური ენიდან და კულტურიდან მოდის, რადგან განმათავისუფლებელი მუხტი სწორედ სტოუნუოლს და მის მსგავს მოვლენებს, ძირითადად ინგლისურენოვან გარემოში განვითარებულს, უკავშირდება.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება უკვე ვიფიქროთ, რომ ქართულში ქამინგ აუთისთვის მაინცდამაინც ხელსაყრელი შესატყვისები არ მოგვეძებნება. ამის მიუხედავად, ყველაზე ახლოს მდგარი განმარტება ალბათ "გაცხადებაა" — საკუთარი იდენტობის შესახებ ღიად განაცხადა. ნაკლებად გამოვიყენებდი "გამხელას, "გამჟღავნებას", ან მით უმეტეს, "გამომზეურებას" (რომელიც ერთ-ერთ ინტერნეტგანხილვაში ასევე ახსენეს), რადგან ქართულ გარემოში ყველა ისე ჟღერს, თითქოს საკითხი მართლაც [სამარცხვინო] საიდუმლოს, ან "ბინძურ თეთრეულს" ეხებოდეს. სხვა თუ არაფერი, ინგლისური ფრაზა იმას მაინც უსვამს ხაზს, რომ "კარადა" მის გარეთ არსებული ჰეტერონორმატიული კულტურის ბრალია და არა მათი, ვინც მის შიგნით მოაქციეს.
დაბოლოს, ალბათ არც იმისი აღნიშვნა იქნებოდა ურიგო, რომ ქართული ენა მედიის, მით უმეტეს, სათაურების დიდი მოყვარული არ გახლავთ. ამის დასამტკიცებლად შეგიძლიათ, უბრალოდ, ნებისმიერი ერთი და იმავე ახალი ამბის ("ნიუსის") ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი მასალა შეადაროთ და მიხვდებით, როგორ შეუძლია ინგლისურს ასონიშნების უმცირეს რაოდენობაშიც კი მოჰყვეს ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან დეტალებს. ამდენად, კიდეც რომ გვსურდეს სათაურებში "ქამინგ აუთის" ჩანაცვლება რომელიმე ვარიანტით, ვეჭვობ, მას "ჰედლაინისთვის" გამოყოფილი ადგილი ეყოს.
თუმცა, ეგ არაფერი. მთავარია, ისეთი ადგილები გვეგულებოდეს, სადაც ნებისმიერ საკითხზე მშვიდად საუბარს შევძლებდით — როგორც საკუთარ იდენტობაზე, ასევე იმაზე, როგორ ვთქვათ გრძელი სიტყვა მოკლედ.
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
-
დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა
გადახედვა
-
უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან
გადახედვა
-
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა

კომენტარები