OSCE/ODIHR მოუწოდებს "ოცნების" ხელისუფლებას, გააუქმოს კანონები, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმურ საქმიანობას
დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) ოცნების ხელისუფლების მიერ მიღებული სადავო კანონების შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "სულ უფრო მზარდ შეშფოთებას იწვევს კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების მუშაობას, მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების დაკავება და სისხლისსამართლებრივი დევნა, ასევე ოპოზიციის ლიდერების ბოლო დროს დაკავებები".
ODIHR შეშფოთებას გამოთქვამს, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე არ მოიწვიოს მათი წარმომადგენლები ადგილობრივი არჩევნების დაკვირვებისთვის — რაც, მათი თქმით, საქართველოს მიერ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკის დარღვევას წარმოადგენს.
"ღრმა შეშფოთებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე მოვლენებს საქართველოში, განსაკუთრებით ოპოზიციური პოლიტიკოსების დაკავებისა და მსჯავრდების ფონზე. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააუქმოს ახალი კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმურ საქმიანობას," — განაცხადა ODIHR-ის დირექტორმა მარია ტელალიანმა. მისი თქმით, "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საყრდენია".
ODIHR განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს ბოლო თვეებში ათეულობით დემონსტრანტის დაკავებისა და სამართლიანი სასამართლოს სტანდარტების უგულებელყოფის შესახებ ცნობებზე, ასევე ადამიანის უფლებების დამცველებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე გაზრდილ ზეწოლაზე მათ ლეგიტიმურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით. გარდა ამისა, ბოლო კვირებში დაკავებულია ოპოზიციის რვა ლიდერი, რომელთა უმეტესობას პატიმრობა შეეფარდა.
გასულ წელს ODIHR-მა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მოუწოდა საქართველოს, რომ გააუქმოს ე.წ. "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონი და გააფრთხილა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეგულირებაზე მიმართული ახალი კანონმდებლობა მათ გაძლიერებას კი არა, საქმიანობის შეზღუდვას გამოიწვევს. მიმდინარე წლის მარტში ოფისმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა დემონსტრაციების და შეკრებების რეგულაციაში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებითაც, განაცხადა რა, რომ გათვალისწინებული სანქციები ზედმეტად მკაცრია და წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან.
ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებმა ერთობლივად აღიარეს, რომ "კანონის უზენაესობა უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებების პატივისცემას, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალებას და თვითნებური დაკავებისა და პატიმრობისაგან დაცვის გარანტიას." მათ ასევე გაუსვეს ხაზი ადამიანის უფლებათა დამცველების დაცვის აუცილებლობას. გარდა ამისა, სახელმწიფოებმა შეთანხმდნენ, რომ პატივი უნდა სცენ პოლიტიკური პარტიების შექმნის უფლებას და უზრუნველყონ მათი თანაბარი პირობებით კონკურენცია.
ODIHR-ს აღელვებს საქართველოს ხელისუფლების განზრახვა, არ მოიწვიოს ოფისი ადგილობრივი არჩევნების დაკვირვებისთვის — რაც საქართველოს მიერ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკის დარღვევას წარმოადგენს. ODIHR კვლავ მზად არის, დააკვირდეს არჩევნებს, თუ ხელისუფლება დროულად გააგზავნის მოწვევას — გამჭვირვალობისა და დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი საზოგადოებრივი ნდობის გაზრდის მიზნით.
"ODIHR რჩება მზად საქართველოს დასახმარებლად ეუთოს ვალდებულებების შესრულებაში და ვიმედოვნებთ, გავაგრძელებთ ჩვენს ხანგრძლივ თანამშრომლობას როგორც საქართველოს ხელისუფლებასთან, ისე სამოქალაქო საზოგადოებასთან, დემოკრატიული მმართველობისა და ადამიანის უფლებების განმტკიცების მიზნით", — დასძინა ODIHR-ის დირექტორმა, მარია ტელალიანმა.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები