კომისია: იმედმა კანონდარღვევით გაუშვა ეთერში რეკლამები "ოცნების" აქციაზე დასწრებასა და ყოფილ ხელისუფლებაზე
ფოტო: Wikipedia
კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, იმედს წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამების კანონდარღვევით გავრცელებისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს. მათი განმარტებით, საქმე ეხება იმედის ეთერში 27 ოქტომბერს გასულ რეკლამას, რომლითაც საზოგადოებას ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ აქციაზე დასწრებისკენ მოუწოდებდნენ. ხოლო მეორე ვიდეორგოლი, სახელწოდებით "გვახსოვს", მოიცავს წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდის კადრებს არქივიდან, სადაც ასევე ნაჩვენებია საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულება მესამე პრეზიდენტის პატიმრობასთან დაკავშირებით.
კომუნიკაციების კომისია მიიჩნევს, რომ ორივე მათგანი შინაარსობრივად განეკუთვნება პოლიტიკური წინასაარჩევნო რეკლამის კატეგორიას, მაგრამ არცერთ ვიდეორგოლში არ არის წარდგენილი საარჩევნო სუბიექტი, ამიტომ განთავსებულია საარჩევნო კოდექსის დარღვევით.
"კანონი ასევე ადგენს, რომ მაუწყებელმა წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა ეთერში საარჩევნო სუბიექტის წარდგენით, საარჩევნო სუბიექტის სახელწოდებისა და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომრის მითითებით უნდა განათავსოს, რაც დარღვეულია აღნიშნული ორი ვიდეო რგოლის იმედის მიერ განთავსებისას. შესაბამისად, მაუწყებლის მიერ სუბიექტის წარდგენის გარეშე სარეკლამო რგოლის განთავსება წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის 186-ე მუხლის მე-19 პუნქტის დარღვევას", — წერია კომისიის განცხადებაში.
ამასთანავე, კომისია განმარტავს, რომ საარჩევნო კოდექსის 186-ე მუხლის მე-20 პუნქტით მაუწყებელს ეკრძალება შესაბამისი საარჩევნო სუბიექტისათვის ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის გადახდილ საფასურზე მეტი საეთერო დროის დათმობა, ასევე უფასო რეკლამისთვის იმაზე მეტი დროის დათმობა, ვიდრე ამას საარჩევნო კოდექსი ადგენს. მაუწყებლის მიერ საკუთარი ინიციატივით რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერი ან ხელისშემშლელი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსება ეწინააღმდეგება 186-ე მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას. სწორედ ამიტომ, კომუნიკაციების კომისია მიიჩნევს, რომ იმედმა ამ ორი რეკლამის განთავსებით ასევე დაარღვია 186-ე მუხლის მე-20 პუნქტიც.
აღსანიშნია, რომ აქამდე კომუნიკაციის კომისიამ ტელეკომპანია იმედს ორჯერ შეუდგინა სამართალდარღვევის ოქმი, როცა ოპოზიციურმა პარტიებმა საარჩევნო კოდექსის დარღვევაზე მიმართეს. კერძოდ, კომისიის თქმით, იმედმა ევროპული საქართველოს რეკლამის არგანთავსებით კოდექსი დაარღვია.
კომუნიკაციების კომისიამ ანალოგიური ოქმი შეუდგინა მთავარ არხსაც. ამ შემთხვევაში საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების და 14 ოქტომბრის აქციაზე დასწრების მოწოდების შემცველ ვიდეორგოლებს.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები