წინა წელს სამოქალაქო კლინიკაში სამედიცინო მომსახურება 585-მა პატიმარმა მიიღო — პენიტენციური
ფოტო: news.umich.edu
პენიტენციური დაწესებულების სამსახურის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს სამედიცინო მომსახურება სამოქალაქო კლინიკაში 500-ზე მეტმა პატიმარმა მიიღო.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2019 წლის ბოლოსთვის, გეგმიური სტაციონარული მომსახურება სამოქალაქო სექტორის კლინიკაში 585 პატიმარს ესაჭიროებოდა, რომელთაგან 500 მათგანის შემთხვევაში, რიგში ყოფნის 4-თვიანი ვადა დარღვეული იყო, თუმცა, 2020 წლის აგვისტოში ყველა პატიმარმა სტაციონარული მომსახურება მიიღო.
"2020 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ყველა პატიმარმა მიიღო სტაციონარული სამედიცინო მომსახურება და ე.წ. რეფერალურის რიგი განულდა. ეს შედეგი მიღწეული იქნა ფინანსების, ლოჯისტიკისა და ადამიანური რესურსის ეფექტიანი მენეჯმენტით", — წერია ანგარიშში.
მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო ჰოსპიტალში არგადაყვანის არგუმენტად სახელმწიფო ასახელებს იმას, რომ მნიშვნელოვანია, ყველა პატიმარი თანაბარ პირობებში იყოს. პენიტენციური სამსახური და მთავრობა, საჭიროების შემთხვევაში, ექსპრეზიდენტის მხოლოდ გლდანის ციხის მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებაზეა თანახმა.
მანამდე, ერთი დღით ადრე სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილისთვის ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება უნდა შეარჩიოს, რადგან დაწესებულება სრულად არ შეესაბამება ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციებს. ასევე, არსებობს რისკები ექსპრეზიდენტის უსაფრთხოებაზეც.
ამასთან, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ ციხის საავადმყოფოს შეუძლია მოშიმშილე პაციენტის მიღება და მისი ჯანმრთელობის მართვა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება იქნება სრულად დაცული და უწყება მაქსიმალურად ეცდება, რომ გატარდეს ყველა საჭირო ღონისძიება, რომელიც აუცილებელია "როგორც ამ კონკრეტული, ისე სხვა პატიმრების უსაფრთხოებისთვის".
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ 24 ოქტომბერს საჯაროდ მიმართა სახალხო დამცველს და სთხოვა, შეესწავლა ე.წ. ციხის საავადმყოფოს შესაბამისობა C კატეგორიის, მულტიფუნქციური კლინიკის სტანდარტებთან. გარდა მე-18 დაწესებულების არასათანადო აღჭურვისა, გვარამიას თქმით, იქ პრობლემური იქნება ექსპრეზიდენტის უსაფრთხოებაც. მისი თქმით, ციხის საავადმყოფოში ხელისუფლება გეგმავს იმიტირებულ ბუნტს, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით. აღნიშნულ ინფორმაციაზე დამატებითი დეტალების მისაღებად გვარამიასთან შეხვედრას გეგმავს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის გამომძიებელი.
გარდა ამისა, გუშინვე ექსპრეზიდენტის ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ ციხის ჰოსპიტალის გარდა, სააკაშვილი ნებისმიერი კლინიკაში გადაყვანაზე თანახმაა.
-
ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი
გადახედვა
-
მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს
გადახედვა
-
მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ?
-
ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება
გადახედვა
-
ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი
გადახედვა
-
დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
-
"მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა "მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა
გადახედვა
-
სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
-
12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას 12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას
-
"ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე "ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე
გადახედვა
-
15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი
-
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის
-
ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
-
შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს
გადახედვა
კომენტარები