მედლები და ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები — ქართველი ძიუდოისტების შედეგები ლოზანის გრანდ სლემზე
ფოტო: საქართველოს ბანკი
28-30 აგვისტოს შვეიცარიის ქალაქ ლოზანამ, ტურნირის ისტორიაში პირველად, გრანდ სლემს უმასპინძლა. ტურნირში მონაწილეობა მსოფლიოს 78 ქვეყნის 525 ძიუდოისტმა მიიღო.
საქართველოს ნაკრები ტურნირზე 13 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. ქართველმა ფალავნებმა მაყურებელს არაერთი დაძაბული და სანახაობრივი ბრძოლა შესთავაზეს. უკვე ტრადიციად იქცა, რომ ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) ტატამიდან მედლის გარეშე აღარ ბრუნდება. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ფინალამდე მიმავალ გზაზე მეტოქეებს შანსი არ დაუტოვა — მან ფინალამდე 2 იპონითა და 2 იუკოთი მიაღწია. გადამწყვეტ ბრძოლაში მის პირისპირ ძალიან რთული მეტოქე, ფრანგი სარა ლეონი, იდგა. ეთერმა ფრთხილი და ტაქტიკურად გამართული ბრძოლა აჩვენა, მეტოქეს იუკოთი აჯობა და საქართველოს ოქროს მედალიც მოუტანა.
კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა ოლიმპიური თამაშების ვერცხლის
მედალოსანი ილია სულამანიძეც (100 კგ.). ილია ტურნირზე დამაჯერებლად
გამოიყურებოდა და მისივე გამარჯვებებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფინალამდე იოლი გზა გაიარა. ოქროს მედლისთვის დაპირისპირებაში სულამანიძის მეტოქე ნიდერლანდელი სიმეონ კათარინა იყო, რომლის ასპარეზობაც წელს თბილისშიც ვიხილეთ, სადაც ვერცხლის მედალს დაეუფლა. ურთულეს და დაძაბულ ბრძოლაში ილია სულამანიძემ დამაჯერებლობა შეინარჩუნა, გამარჯვებულის მენტალიტეტი გამოავლინა და ოქროს მედალს დაეუფლა.
პირველ ადგილამდე ცოტა დააკლდა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ გამორჩეულ წევრს, გურამ თუშიშვილს (+100 კგ). გურამმა მეოთხედფინალურ შეხვედრაში ინალ ტასოევთან დასანანი მარცხი იწვნია, თუმცა მისი ბრძოლა ამით არ დასრულებულა. რეპეშაჟში გადასვლის შემდეგ მან ორ შეხვედრაში გაიმარჯვა და ბრინჯაოს მედალს დამსახურებულად დაეუფლა.
საერთო ჯამში, საქართველომ ლოზანას გრანდ სლემი სამი მედლით დაასრულა — ოქროს მედალს ეთერ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე დაეუფლნენ, ხოლო გურამ თუშიშვილმა საკუთარ კოლექციას ბრინჯაო დაუმატა.
საინტერესო დებიუტი და საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
ლოზანის გრანდ სლემი მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ლაშა გუჯეჯიანისთვის, რომელმაც ჩვენს ნაკრებთან ერთად მიღწეული დიდი წარმატების შემდეგ უზბეკი ძიუდოისტების გამოწრთობა დაიწყო. მისი დებიუტი წარმატებული გამოდგა — უზბეკეთის ნაკრებმა ტურნირზე 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების სრულ შემადგენლობას, ტურნირზე ჩვენი ქვეყნის ღირსებას შემდეგი სპორტსმენები იცავდნენ:
- კაცები: თორნიკე გიგაური, ვაჟა მარგველაშვილი (ორივე 66 კგ.), მიხეილ ბახბახაშვილი, გიორგი ლოლაძე (ორივე 73 კგ.), ზაურ დვალიშვილი (81 კგ.), ლუკა ჯავახიშვილი, აკაკი ჯაფარიძე (ორივე 90 კგ.), ილია სულამანიძე (100 კგ.) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ);
- ქალები: ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე (ორივე - 57 კგ.), ნინო გულბანი (70 კგ.) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.).
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს.
საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
EU: EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU: EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
"თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა "თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა
გადახედვა
-
საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ
გადახედვა
-
ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა
-
2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა 2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს
გადახედვა
-
ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი
გადახედვა
-
სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია
გადახედვა
-
შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა
გადახედვა
-
ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა
გადახედვა
-
ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებისა და დახმარების ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებისა და დახმარების ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ, რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "სექტა" მთავრობის მეთაურმაც უწოდა პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ, რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "სექტა" მთავრობის მეთაურმაც უწოდა
გადახედვა
-
კობახიძემ Kordz-ის კონცერტის დაფინანსება "ფაშიზმის წახალისებად" შეაფასა კობახიძემ Kordz-ის კონცერტის დაფინანსება "ფაშიზმის წახალისებად" შეაფასა
გადახედვა
-
ივრის ფერმებში მოსავლის აღების დროა — ბაზისბანკი საქართველოში ნუშის კულტურის დანერგვის მხარდამჭერია ივრის ფერმებში მოსავლის აღების დროა — ბაზისბანკი საქართველოში ნუშის კულტურის დანერგვის მხარდამჭერია
-
რაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას? რაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას?
გადახედვა
კომენტარები