ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა SCO-ს სამიტზე — რა საკითხები განიხილეს?
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს 2026 წლის 31 აგვისტოს, ბიშკეკში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტის ფარგლებში შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ლიდერებმა ხაზი გაუსვეს 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონის სამშვიდობო სამიტის დროს 2 ქვეყნის ლიდერების მიერ ხელმოწერილს დეკლარაციას, რომელიც ასევე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ იყო დამოწმებული.
"მხარეებმა მშვიდობის დივიდენდების მნიშვნელოვან გამოვლინებად დაასახელეს აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების ექსპორტი სომხეთში, მესამე ქვეყნებში წარმოებული მარცვლეულისა და სხვა საქონლის აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით სომხეთში ტრანზიტი, ასევე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების დამყარება. ლიდერებმა ასევე დადებითად შეაფასეს ბიზნესწრეებს შორის კონტაქტები და გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივად მომგებიანი ეკონომიკური, სავაჭრო და ენერგეტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობებზე.
მხარეებმა აღნიშნეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე შექმნილი შესაბამისი სახელმწიფო კომისიების მნიშვნელოვანი როლი და ხაზი გაუსვეს მათი მუშაობის გაგრძელების მნიშვნელობას, ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად.
ლიდერებმა განიხილეს შემდგომი პრაქტიკული ნაბიჯები "ტრამპის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის მარშრუტის" (TRIPP) განხორციელებასთან დაკავშირებით. ეს მარშრუტი ვაშინგტონის სამშვიდობო სამიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია. მათ ასევე ხაზი გაუსვეს TRIPP-ის ფარგლებში საკომუნიკაციო და სატრანსპორტო პროექტების მნიშვნელობას.
ლიდერებმა დადებითად შეაფასეს პარლამენტარებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით მიმდინარე ნდობის აღდგენის მიზნით განხორციელებული კონტაქტები და აღნიშნეს მათი წვლილი ურთიერთნდობის გაძლიერებასა და უფრო ფართო სამშვიდობო დღის წესრიგის მხარდაჭერაში.
პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეთანხმდნენ, რომ პირდაპირი ორმხრივი დიალოგის გზით გააგრძელებენ ნაბიჯების გადადგმას ხანგრძლივი მშვიდობის განმტკიცების, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ნორმალიზაციისა და რეგიონში კავშირების გაძლიერების მიმართულებით", — წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები