ფრიდონ ინჯია

19 Oct. 2021, 13:15

ის საინვესტიციო პროექტები, რომლებიც ხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან, კერძოდ, აწარმოე საქართველო, იაფი აგროკრედიტი, დანერგე მომავალი და სხვა მცირე საგრანტო პროგრამები, სადაც სახელმწიფო დიდწილად კომერციული ბანკების მიერ დაწესებული საპროცენტო განაკვეთების სუბსიდირებას ახდენს, არ არის ცუდი, მაგრამ სრულიად არასაკმარისია მოსახლეობის იმ ფენებისთვის, რომელსაც სურთ განავითარონ თავიანთი ბიზნესი, ან დაიწყონ ბიზნესი და დაიწყონ ბიზნესი თავიდან. ეს ეხება, ძირითადად, სოფლის მოსახლეობას, ჩვენი მოსახლეობის 50% სოფლად არის, რომელსაც აქვთ მიწის ნაკვეთი, სადღაც 1 ჰექტრამდე.

ეს ხალხი, ეს ჩვენი მოსახლეობა სრულიად არ მონაწილეობს დოვლათის შექმნაში. როდესაც დოვლათია, მაშინ არის ექსპორტიც და იმპორტის ჩანაცვლებაც, ნიორი ალჟირიდან არ გვექნება ჩამოსატანი ან კვერცხები ჩვენი მეზობელი თურქეთიდან. მადლობა მათ, უკვერცხოდ და უნიოროდ რომ არ დავრჩით. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ჩემს სახეზე ეს კვალი გაქრება, მაგრამ შენი სახიდან რუსეთის მონის კვალი ვერ ჩამოირეცხება" — სტუდენტის მიმართვა პრემიერ-მინისტრს
  2. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  3. სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
  4. მთავრობის პროპაგანდისტი: ჩემი ადგილი ევროპაშია, მაგრამ ევროპა ჩემთვის ევროკავშირი არ არის
  5. ბესარიონ მეტონიძე — მუცლის კედლის თიაქრები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ