ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლატვიის მთავრობამ საქართველოს დონაციის სახით 83 070 დოზა Pfizer–ის ვაქცინა გადმოსცა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიმ პირველი არხის ეთერში თქვა, რომ Pfizer-ის დოზების მობილიზება მნიშვნელოვანია.

"ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, ლატვიის მთავრობისგან დონაციის სახით მიღო 83 000 დოზა Pfizer-ი. Pfizer-ის დოზების მობილიზება ჩვენთვის მნიშვნელოვანი რჩება, გამომდინარე იქიდან, რომ პროგრამის საჭიროებები ფართოვდება, ბუსტერ დოზების, ასევე 12-დან 15 წლამდე ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვთა აცრის მიზნებიდან გამომდინარე და რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ მნიშვნელოვანია, მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია წლის ბოლომდე", — თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

საქართველოს მოქალაქეების ნაწილს Covid-19-ის ვაქცინაციის ბუსტერისა და ჩანაცვლების მიღება უკვე შეუძლია.

საქართველოში ამ დროისთვის 4 სხვადასხვა ვაქცინააა და აცრა შეუძლია ყველა მსურველს, 16 წლის ზემოთ.

ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება შეგიძლიათ ვებგვერდზე Booking.moh.gov.ge.

იხილეთ იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია ვაქცინაცია. სია პერიოდულად ახლდება და ადგილები ემატება.

ასევე, შეგიძლიათ ნახოთ იმ დაწესებულებების სია, სადაც აცრას წინასწარი რეგისტრაცის გარეშე შეძლებთ. გარდა ამისა, თბილისში მოქმედებს ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები.

გაიგეთ მეტი: როგორ უნდა მიხვიდეთ ასაცრელად, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეზღუდულია — მარშრუტები