თუ შენი ორსულობა გლობალურ პანდემიას დაემთხვა, ალბათ რთული გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდი — უნდა აიცრა, თუ არა?

დასაწყისისთვის, თავი შეგიძლია იმით დაიმშვიდო, რომ მარტო არ ხარ – მსოფლიოში მილიონობით ორსული ქალი ამ დილემის წინაშე დგას.

და რა არის საუკეთესო გამოსავალი? – რა თქმა უნდა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მიღება, რათა თავად შეძლო შეფასება იმ რისკებისა და სარგებლებისა, რაც აცრას თუ აუცრელობას ახლავს.

ეს მასალა ზუსტად ამისთვისაა. უნდა მოგაწოდოს ინფორმაცია, რომელიც დაგეხმარება, გადაწყვიტო, რა ჯობია შენთვის და შენი პატარასთვის.

ალბათ, დამეთანხმები, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით იმ შიშების დიდი ნაწილი, რაც ახლა გაწუხებს, გამოწვეულია ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციით, რომელსაც ინტერნეტში კითხულობ ან გარშემომყოფებისგან ისმენ. ამიტომ დავიწყოთ იმის გარკვევით, თუ რა არის ამ ცნობებიდან სიმართლე და რა - ტყუილი.

და რა ხდება აუცრელობის შემთხვევაში?

კვლევები აჩვენებს, რომ კოვიდით ინფიცირების რისკი ორსულებისთვისაც ზუსტად ისეთივეა, როგორიც არაორსულებისთვის.


თუმცა, ორსულობაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებები გაცილებით უფრო მაღალი რისკის შემცველია, ვიდრე სხვა დროს. ერთ-ერთი ბრიტანული კვლევით, ინგლისში იმ ორსულების 99%, რომლებიც კოვიდის გამო ჰოსპიტალში მოხვდნენ, ვაქცინირებულნი არ იყვნენ.

ჰოსტპიტალიზაციის რისკი ორსულებისთვის 3-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე დანარჩენი მოსახლეობისთვის. ეს რისკები კიდევ უფრო მწვავდება ორსულობის მე-3 ტრიმესტრში.

კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულებს ნაადრევად მშობიარობისა და ჰოსპიტალიზაცის უფრო მაღალი რისკი აქვთ, ვიდრე არაინფიცირებულ ორსულებს.

თუკი ამ რიცხვების მიუხედავად, ვაქცინაციის მაინც გეშინია, არა უშავს, ეს ბუნებრივია — საქმე ხომ არა მხოლოდ შენი, არამედ შენი შვილის ჯანმრთელობასაც ეხება.

სინამდვილეში, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ბევრ წამყვან ქვეყანაშიც, ორსულთა ვაქცინაციის პროცესი შედარებით უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე მოსახლეობის სხვა ჯგუფების. თუმცა, შედარებისთვის, აშშ-ში ორსულთა ვაქცინაციის ნიშნული 35%-ს სცდება, მაშინ, როცა საქართველოში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 14%-ია. თუმცა, ამ მაჩვენებლის დინამიკა მიუთითებს, რომ ვაქცინაციის ტემპი ჩვენს ქვეყანაშიც მზარდია.

Საქართველოში, კორონავირუსული პანდემიის პერიოდში, ორსულობაში ან/და პოსტმშობიარობის პერიოდში 15 ქალი გარდაიცვალა. ამათგან ყველა არავაქცინირებული იყო.

უნდა გახსოვდეს, რომ აცრით არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ბავშვის სიცოცხლესაც იცავ: დედის ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ანტისხეულები ნაყოფსაც გადაეცემა. კვლევებმა ცხადყო, რომ აცრილი დედისგან მაღალია ანტისხეულების ახალშობილზე გადაცემის შესაძლებლობა.


საბოლოოდ, აცრა-არაცრის სტრესისგან გასათავისუფლებლად მარტივი გზა არსებობს: გაესაუბრე შენს ექიმს: აცრას მეტი რისკი ახლავს თუ აუცრელობას? დაეყრდენი მხოლოდ მტკიცებულებებს და გახსოვდეს, რომ აცრა ნებაყოფლობითია; შენს გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის საშუალება არავის მისცე!

სტატია მომზადებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით. გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს UNDP-ს შეხედულებებს.