IDFI: საქართველოში ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა ვერ აგვარებს დემოგრაფიულ პრობლემას
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებული ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებასა და მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური მხარდაჭერის სათანადო პირობების შექმნას და საჭიროებს გაუმჯობესებას. IDFI-მ ეს დასკვნა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არსებული ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკისა და საქართველოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე გამოიტანა.
არასამთავრობო ორგანიზაცია ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციებს ავრცელებს:
- საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის ახალი მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცება, სადაც გათვალისწინებული იქნება ოჯახის/ბავშვის დახმარებასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები;
- ადგილობრივმა თვითმმართველობებმა საკუთარი ბიუჯეტიდან ოჯახის/ბავშვის მხარდაჭერის პოლიტიკა განახორციელონ დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამასთან კოორდინირებულად;
- საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული სტანდარტების შესაბამისად, უზრუნველყოს შესაბამისი კანონპროექტის მომზადება, სადაც გათვალისწინებული იქნება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება;
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მრავალშვილიანი ოჯახებისთვის უკეთესი პირობების და ჯანმრთელობის დაზღვევის მეტი გარანტიების შექმნა;
- საქართველოს შრომის კოდექსში შევიდეს შესაბამისი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდში გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა განისაზღვრება დასაქმებულის შვებულებაში გასვლის წინა თვის ანაზღაურების ოდენობის 100%-ით და გაუქმდება შრომის კოდექსით დადგენილი ანაზღაურების ოდენობის ზედა ზღვარი (ათასი ლარი).
IDFI 2014 წლის 4-19 ნოემბერს საქართველოს მასშტაბით ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებს კიდევ ერთხელ ასაჯაროებს. ამ მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 2002 წლის აღწერის შედეგებთან (4 371 535 ადამიანი) შედარებით 15%-ით შემცირდა და მოსახლეობის საერთო რაოდენობამ 3 713 804 ადამიანი გახდა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევებისა და დემოგრაფიული სიტუაციის პროგნოზის მიხედვით კი, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკა და სტრატეგიები არ შეიცვალა, ქვეყნის მოსახლეობა 2050 წლისთვის 2 985 000 გახდება.
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
კომენტარები