საქართველოს საპენსიო სააგენტომ და საქართველოს ბანკმა სპეციალიზირებული დეპოზიტარის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს საპენსიო სააგენტომ და საქართველოს ბანკმა სპეციალიზირებული დეპოზიტარის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს. სპეციალიზირებული დეპოზიტარის შერჩევით საპენსიო სააგენტოს უკვე ეძლევა საშუალება ინვესტირება განახორციელოს ადგილობრივ თუ საერთაშორისო ფასიან ქაღალდებში.
საქართველოს ბანკი, როგორც საპენსიო სააგენტოს სპეციალიზირებული დეპოზიტარი, საპენსიო აქტივების ერთადერთი დეპოზიტარია, რომელიც უზრუნველყოფს საპენსიო სააგენტოს აქტივების საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისობაში აღრიცხვას და შენახვას. ასევე, ბანკი საოპერაციო პროცესებს დამოუკიდებელ მონიტორინგს გაუწევს და განახორციელებს სრულ მხარდაჭერას საქართველოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
აღსანიშნავია, რომ სპეციალიზირებული დეპოზიტარის საქმიანობა რეგულირდება ეროვნული ბანკის მიერ და იგი წარმოადგენს ნდობითი ვალდებულების მქონე იურიდიულ პირს, სადაც განცალკევებული ლიცენზიის მოპოვება მოითხოვება. აღნიშნული ლიცენზია საქართველოს ბანკმა 2020 წელს მოიპოვა.
"ჩვენ მოხარულები ვართ, რომ წარმატებით დასრულდა სპეციალიზირებული დეპოზიტარის შერჩევის პროცესი. ეს წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია ჩვენი საინვესტიციო ინფრასტუქტურის ფორმირებისთვის. სპეციალიზირებული დეპოზიტარის მომსახურება არის კომპლექსური და იგი მოიცავს, როგორც საპენსიო აქტივების შენახვას, ასევე მნიშვნელოვან საოპერაციო მხარდაჭერას. საბოლოო ჯამში, ეს ემსახურება მონაწილეების ინტერესების დაცვას, რათა დანაზოგების დაცულობითა და საინვესტიციო რისკების მინიმიზაციით მოხდეს საპენსიო აქტივების მართვა, შენახვა, აღრიცხვა და მონიტორინგი", — განაცხადა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარემ, ოლივიერ რუსსომ.
"სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევა მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც საპენსიო სააგენტოსთვის, ასევე სქემაში გაწევრიანებული მილიონზე მეტი მონაწილისთვის. დეპოზიტარი რისკის მართვის ჩარჩოს მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს, და მისი დახმარებით სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის არეალი უფრო გაფართოვდება, რაც საბოლოო ჯამში მონაწილეების ინტერესს ემსახურება“, — განაცხადა საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ.
"მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკი ამ პროცესის მნიშვნელოვანი მონაწილეა. საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი და შედეგად დღეს, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურსა და საქართველოს ბანკს შორის ხელი მოეწერა სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულებას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, რომ მაღალი სტანდარტებით განვახორციელოთ საპენსიო სააგენტოს ფასიანი ქაღალდების უსაფრთხოდ შენახვა და მათთან დაკავშირებული გარიგებების/ტრანზაქციების საოპერაციო მხარდაჭერა", — განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.
-
ისტორიაში პირველად, მეცნიერები ოკეანური ქერქის წარმოქმნას დააკვირდნენ ისტორიაში პირველად, მეცნიერები ოკეანური ქერქის წარმოქმნას დააკვირდნენ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
-
ჯასტინ ბიბერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე მადონას, შაკირასა და BTS-ის შესრულებას შეუერთდება ჯასტინ ბიბერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე მადონას, შაკირასა და BTS-ის შესრულებას შეუერთდება
გადახედვა
-
POLITICO: NATO-ს სამიტზე ერდოღანმა ევროპელ ლიდერებს ძვირადღირებული პისტოლეტები და ტყვიები გადასცა POLITICO: NATO-ს სამიტზე ერდოღანმა ევროპელ ლიდერებს ძვირადღირებული პისტოლეტები და ტყვიები გადასცა
გადახედვა
-
ასპინძის მიმდებარედ, 4 დღის წინ გაუჩინარებული, 52 წლის კაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს ასპინძის მიმდებარედ, 4 დღის წინ გაუჩინარებული, 52 წლის კაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
-
ლიტერატურული პრემია საბას 2026 წლის ფინალისტები ცნობილია ლიტერატურული პრემია საბას 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
-
POG: ₾11, 2 მლნ-ად შეფასებული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულებს 8-8 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ POG: ₾11, 2 მლნ-ად შეფასებული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულებს 8-8 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ
გადახედვა
-
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 811-მდე გაიზარდა ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 811-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
ტესტი: რამდენად კარგად იცნობ ადამიანთა სახეობებს? ტესტი: რამდენად კარგად იცნობ ადამიანთა სახეობებს?
-
გია ვოლსკი: ეუთო-მ ამ რეზოლუციით პრაქტიკულად წერტილი დაუსვა საკუთარ, ეუთო\ოდირის სადამკვირვებლო მისიის ავტორიტეტს გია ვოლსკი: ეუთო-მ ამ რეზოლუციით პრაქტიკულად წერტილი დაუსვა საკუთარ, ეუთო\ოდირის სადამკვირვებლო მისიის ავტორიტეტს
გადახედვა
-
ISFED-მა "ტვ იმედის" მიერ გამოქვეყნებულ ბიძინა ივანიშვილის "ქარდზე" 1500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა ISFED-მა "ტვ იმედის" მიერ გამოქვეყნებულ ბიძინა ივანიშვილის "ქარდზე" 1500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
გადახედვა
-
მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო MMA მებრძოლად დასახელდა მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო MMA მებრძოლად დასახელდა
გადახედვა
-
Tegeta Fest — თეგეტა მოტორსი წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს Tegeta Fest — თეგეტა მოტორსი წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
-
POG: 2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია POG: 2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია
გადახედვა
-
Lets fight against DMD: ერთ-ერთი მედიკამენტის საქართველოში ხელმისაწვდომობის საკითხზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა Lets fight against DMD: ერთ-ერთი მედიკამენტის საქართველოში ხელმისაწვდომობის საკითხზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა
გადახედვა
-
სინდისის პატიმრების მშობლები საზმაუს შენობასთან შეიკრიბნენ — ისინი ეთერის დათმობას სთხოვენ სინდისის პატიმრების მშობლები საზმაუს შენობასთან შეიკრიბნენ — ისინი ეთერის დათმობას სთხოვენ
გადახედვა
-
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
-
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
-
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ
გადახედვა
-
"სამოქალაქო იდეა": საქართველოს ანკარაში NATO-ს სამიტზე არ მიწვევა "ქართული ოცნების" პოლიტიკის პირდაპირი და კანონზომიერი შედეგია "სამოქალაქო იდეა": საქართველოს ანკარაში NATO-ს სამიტზე არ მიწვევა "ქართული ოცნების" პოლიტიკის პირდაპირი და კანონზომიერი შედეგია
გადახედვა
-
თიბისი კამპუსი — უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის თიბისი კამპუსი — უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის
კომენტარები