Human Rights Watch საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები საქართველოში რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ
ფოტო: Sebastien Canaud/NurPhoto
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch (HRW) ვრცელ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ხელისუფლება რეპრესიულ კანონებს, ფინანსურ შეზღუდვებსა და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად და კრიტიკული ხმების ჩასახშობად იყენებს.
ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ეს უსამართლო სამართლებრივი ზომები, ხოლო საერთაშორისო პარტნიორებს — დააწესონ მიზნობრივი სანქციები რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ და სასწრაფოდ გაზარდონ მხარდაჭერა დამოუკიდებელი ჯგუფებისთვის.
HRW წერს, რომ "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ორგანიზაციების 96%-ს მწვავე ფინანსური პრობლემები აქვს, 94%-მა შეამცირა აქტივობები, ხოლო 2024 წელს მოქმედი 114 რეგიონული ორგანიზაციიდან 2025 წლისთვის მხოლოდ 37-მა შეძლო მუშაობის გაგრძელება. ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ ფინანსური შეზღუდვების გამო, საიამ იძულებით შეაჩერა მოსახლეობისთვის უფასო სამართლებრივი დახმარების გაწევა.
ორგანიზახია ხაზს უსვამს იმას, რომ 2025 წელს, ე.წ. "საბოტაჟის" მუხლით დაწყებული აბსურდული გამოძიების ფარგლებში, ხელისუფლებამ ანგარიშები გაუყინა 12 წამყვან ორგანიზაციას (მათ შორის: ISFED, IDFI, GDI, "საფარი", "სირცხვილია" და სხვ.), რითაც მათი საქმიანობა პარალიზებული გახდა. მათივე ცნობით, ჯანდაცვისა და ადამიანის უფლებების სფეროში არაერთი პროექტი დაიბლოკა, მათ შორის დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ დაფინანსებული 2025 წლის მუნიციპალური არჩევნების სადამკვირვებლო მისია.
HRW წერს, რომ ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, ავალდებულებს დარეგისტრირდნენ "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად". 2026 წლის 1-ელი იანვრის მონაცემებით, 3 987 ორგანიზაციიდან ამ ბაზაში მხოლოდ 385 დარეგისტრირდა. მათივე განმარტებით, უცხოური დაფინანსება მთავრობის პირდაპირ კონტროლს დაუქვემდებარა. ნებართვის გარეშე გრანტის მიღება კრიმინალიზებულია და ისჯება 6 წლამდე ციხით. 2026 წლის მარტის ცვლილებით, ამ ორგანიზაციების თანამშრომლებს 8 წლით აეკრძალათ პოლიტიკურ პარტიებში გაწევრიანება.
ორგანიზაცია პერსონალური მონაცემების საფრთხე და თვითცენზურაზეც წერს. მათი ცნობით, უფლებადამცველები HRW-სთან საუბარში აღნიშნავენ, რომ იუსტიციის სამინისტრო ორგანიზაციებისგან ბენეფიციარების (მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების) სენსიტიურ სამედიცინო და პერსონალურ მონაცემებს ითხოვს, რის გამოც ბევრმა უარი თქვა რეგისტრაციაზე. პარალელურად, იზრდება თვითცენზურა, განსაკუთრებით ლგბტ და ფემინისტურ საკითხებზე მომუშავე მედიაპლატფორმებში (მაგ. Grlz Wave), სადაც ადამიანებს უსაფრთხოების გამო საჯაროდ გამოჩენის ეშინიათ.
HRW ხაზს უსვამს, რომ ვენეციის კომისიამ, ეუთომ და ევროპის საბჭომ ეს კანონები ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შეუთავსებლად მიიჩნიეს.
ორგანიზაცია კიდევ რამდენიმე საკითხს უსვამს ხაზს: მასწავლებლები და პროექტის მონაწილეები საჯაროდ გამოჩენის შიშით თავს არიდებენ ორგანიზაციების ("კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი", "ცოდნის კაფე") პროგრამებს; სოციალურ ქსელებში ყალბი ანგარიშები მიზანმიმართულად ავრცელებენ მოწოდებებს, რომ მშობლებმა არ გაუშვან შვილები სამოქალაქო სივრცეებში, რადგან მათ "დემონურს" უწოდებენ; პრაქტიკულად სრულად გაუქმდა წლების განმავლობაში არსებული ფორმატები, რომელთა ფარგლებშიც დამოუკიდებელი ექსპერტები სახელმძღვანელოების გადახედვაში ან ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად დაავადებებთან ბრძოლაში მონაწილეობდნენ; 2024 წლის დისკრედიტაციის კამპანიის დროს, აქტივისტების მშობლებსა და მცირეწლოვან შვილებთან უცნობი პირები რეკავდნენ და "უსაფრთხოების" საბაბით პროტესტის შეწყვეტას ან მთავრობის კრიტიკის შეჩერებას სთხოვდნენ; მუქარის მიღმაც კი, შეშფოთებული და შეშინებული მშობლების მხრიდან წამოსული წნეხი აქტივისტებისთვის უმძიმეს ფსიქოლოგიურ ბარიერად იქცა.
Human Rights Watch-ის ანგარიში სრულად იხილეთ აქ.
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
კომენტარები