აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
ფოტო: გალტ & თაგარტი
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 82 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, მესამე და ბოლო ტრანშის სახით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის, 2-წლიანი, 7,25% საპროცენტო განაკვეთის ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა.
აღნიშნული განთავსებით დასრულდა საქართველოს კაპიტალის ბაზრების ისტორიაში ყველაზე მსხვილი მწვანე ობლიგაციების პროგრამა, რომლის ჯამური მოცულობა 82 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. პროგრამის ფარგლებში კომპანიამ სექტორში პირველმა მოიპოვა შენობების საერთაშორისო EDGE Advanced სერტიფიკატი. სერტიფიკატი მიენიჭა როგორც გლდანისა და საბურთალოს სითი მოლებს, ისე საბურთალოს ბიზნეს ცენტრს, სითი თაუერსს.
მოცემული ემისია აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას რიგით მერვე ობლიგაციების განთავსებაა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, რი გამოც საქართველოს კაპიტალის ბაზრის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და გამოცდილ ემიტენტი გახდა. აღსანიშნავია, რომ ტრანზაქციაში 150-ზე მეტმა ფიზიკურმა და იურიდიულმა ინვესტორმა მიიღო მონაწილეობა, ეს კი ბაზრის მხრიდან მაღალ ინტერესსა და კომპანიის მიმართ არსებულ ნდობაზე მიუთითებს.
“მადლობას ვუხდით აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას მრავალწლიანი ნდობისა და წარმატებული თანამშრომლობისთვის. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სწორედ გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით წარმატებით დასრულდა საქართველოს კაპიტალის ბაზრის ისტორიაში ყველაზე მსხვილი მწვანე ობლიგაციების პროგრამა. ჩვენი დახმარებით ემიტენტმა ბაზარს შესთავაზა კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი — პირველი EDGE Advanced სერტიფიკატი და პირველი მწვანე ობლიგაცია უძრავი ქონების სექტორის მოთამაშისგან საქართველოს კაპიტალის ბაზრებზე. ეს მნიშვნელოვანი პრეცედენტია როგორც მდგრადი ფინანსების განვითარების, ისე ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის გაძლიერების მიმართულებით. გვიხარია, რომ კომპანიასთან ერთობლივი, ნაყოფიერი მუშაობის შედეგად, შევძელით ამ მასშტაბური ტრანზაქციის წარმატებით განხორციელება და გვჯერა — მომავალში აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიასთან თანამშრომლობის ფარგლებში ბაზარს კიდევ არაერთ მსგავს, ინოვაციური გარიგებას და პროდუქტს შევთავაზებთ”, — განაცხადა გიორგი კუპრაშვილმა, გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა.
“82 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციების პროგრამის წარმატებით დასრულება აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიასთვის მნიშვნელოვანი ეტაპია. ეს არის შედეგი იმ სტრატეგიული ხედვისა და თანმიმდევრული მუშაობისა, რომელსაც კომპანია წლების განმავლობაში ახორციელებს როგორც კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენების, ისე მდგრადი განვითარების პრინციპების საკუთარ საქმიანობაში ინტეგრირების კუთხით.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრამის ფარგლებში აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია გახდა პირველი კომპანია საქართველოში კომერციული უძრავი ქონების სექტორში, რომელმაც საერთაშორისო EDGE Advanced სერტიფიკატი მოიპოვა. ეს მიღწევა მხოლოდ აღიარება არ არის. ის ადასტურებს, რომ მაღალი ხარისხის კომერციული პროექტების განვითარება შესაძლებელია ენერგოეფექტურობის, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების სრულად გათვალისწინებით.
მდგრადი განვითარება არ არის მხოლოდ ცალკეული ინიციატივა. ეს არის ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი. მწვანე ობლიგაციების პროგრამა სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა. მისი მიზანი იყო არა მხოლოდ ფინანსური რესურსის მოზიდვა, არამედ ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ქმნის გრძელვადიან ღირებულებას ჩვენი ინვესტორებისთვის, მომხმარებლებისთვის და ყველა იმ მხარისთვის, რომელიც ჩვენი საქმიანობის შედეგით სარგებლობს.
ამ წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა გალტ & თაგარტმა, როგორც პროგრამის ექსკლუზიურმა პარტნიორმა. მათი პროფესიონალიზმი, ჩართულობა და პროცესისადმი მაღალი პასუხისმგებლობით მიდგომა ამ ტრანზაქციის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი იყო. მრავალწლიანი თანამშრომლობა და ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი პროფესიული ურთიერთობები მსგავსი მასშტაბის პროექტების განხორციელებისას.
"დარწმუნებული ვართ, რომ ეს ტრანზაქცია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას განვითარების გზაზე და ამავე დროს მნიშვნელოვანი წვლილია საქართველოში მდგრადი ფინანსებისა და კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობების შემდგომ გაძლიერებაში”, — განაცხადა ლევან მესხელმა, აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა.
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია საქართველოში სავაჭრო და ბიზნეს ცენტრების მიმართულებით ერთ-ერთი უმსხვილესი და მრავალწლიანი გამოცდილების კომპანიაა. მისი პორტფელი აერთიანებს ორ წამყვან სავაჭრო ცენტრს — სითი მოლი საბურთალოსა და სითი მოლი გლდანს, ასევე ბიზნეს ცენტრ სითი თაუერს. კომპანიის სავაჭრო მოლები წლებია 100%-იანი დატვირთვით ფუნქციონირებს.
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა
კომენტარები