POG: 2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია
10 წლის წინ გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია — პროკურატურის ინფორმაციით, ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე 2 პირს ბრალდება წარედგინა, აქედან ერთს დაუსწრებლად.
"2015 წლის 25 დეკემბერს, თორნიკე კაჭარავა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი 7,65 კალიბრის მქონე, ხოლო დავით დეკანოსიძე ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი 9მმ კალიბრის მქონე ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები მივიდნენ თბილისში, გურამ ფანჯიკიძის ქუჩა №3ბ-ში მდებარე გიორგი კვარაცხელიას საცხოვრებელ კორპუსთან და დაახლოებით 20:36 საათზე, მაშინ როდესაც გიორგი კვარაცხელია ეზოში იმყოფებოდა, ბრალდებულებმა მრავლობითი გასროლა განახორციელეს მისი მიმართულებით, რის შედეგადაც გიორგი კვარაცხელიამ თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი ჭრილობა ქალას ძვლების და თავის ტვინის დაზიანებებით და მიუხედავად აღმოჩენილი დახმარებისა, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა," — განაცხადა უწყებამ.
ბრალდებულებს, თორნიკე კაჭარავას ბრალდება პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დავით დეკანოსიძეს დაუსწრებლად წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით (ძვ. რედაქცია, განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად), რაც სასჯელის სახედ და ზომად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დავით დეკანოსიძეზე გამოცხადდება ძებნა.
ცნობისთვის, თვეების წინ "ტვ პირველმა" აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. მოკლულის დედა, ინგა კვარაცხელია ამბობდა, რომ მან 11 წლის წინ, 21 წლის შვილის მკვლელობას სამზარეულოდან უყურა. ამბობს, რომ ამოიცნო შეიარაღებული თავდამსხმელები, რომლებმაც ახალგაზრდას ორი სხვადასხვა იარაღიდან 17-ჯერ ესროლეს და დანაშაულის ადგილიდან გაიქცნენ.
დედის ვერსიით, გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის არ გამოძიებისთვის დიდი ფულია გადახდილი. ინგა კვარაცხელია თვეების წინ ამტკიცებდა, რომ მისი შვილი თორნიკე კაჭარავამ და დავით დეკანოსიძემ მოკლეს.
გარდაცვლილის ოჯახმა "ტვ პირველთან" განაცხადა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილებმა დახმარება ძმებ მიქაძეებსა და ჯოხაძეებს სთხოვეს და "მკვლელობა ოთარ ფარცხალაძის მეშვეობით ჩაფარცხეს".
-
აზერბაიჯანმა კოვიდპანდემიის დროს ამოქმედებული "საკარანტინე რეჟიმი" კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა აზერბაიჯანმა კოვიდპანდემიის დროს ამოქმედებული "საკარანტინე რეჟიმი" კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონი: ავტოგასამართ სადგურებზე ფასები იზრდება. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის ემანუელ მაკრონი: ავტოგასამართ სადგურებზე ფასები იზრდება. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (ქვეყნები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (ქვეყნები)
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი? გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი?
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე "სმარტ სოლუშენსი" მეხუთედ დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე "სმარტ სოლუშენსი" მეხუთედ დააჯარიმა
გადახედვა
-
რუსი მილიარდერი ირაკლი კობახიძის მიერ რუსოფობიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იწონებს რუსი მილიარდერი ირაკლი კობახიძის მიერ რუსოფობიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს
გადახედვა
-
არ გეჩვენებათ — კითხვა მენტალურ ჯანმრთელობაზე მართლაც დადებითად მოქმედებს არ გეჩვენებათ — კითხვა მენტალურ ჯანმრთელობაზე მართლაც დადებითად მოქმედებს
გადახედვა
-
წელს, მთავრობა ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელოდება წელს, მთავრობა ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელოდება
გადახედვა
-
10 ფოტო, რომლებიც აჩვენებს, რამდენად საშიში იყო ქალობა გასულ საუკუნეში 10 ფოტო, რომლებიც აჩვენებს, რამდენად საშიში იყო ქალობა გასულ საუკუნეში
გადახედვა
-
სარჩელის მიხედვით, Meta თავისი "გარყვნილი სათვალისთვის" ფეისბუკიდან და ინსტაგრამიდან ფოტოებს აგროვებს სარჩელის მიხედვით, Meta თავისი "გარყვნილი სათვალისთვის" ფეისბუკიდან და ინსტაგრამიდან ფოტოებს აგროვებს
გადახედვა
-
Arena Sports Bar-ის ახალი სეზონი გაიხსნა — ადგილი, სადაც სპორტის სიყვარული ყველას აერთიანებს Arena Sports Bar-ის ახალი სეზონი გაიხსნა — ადგილი, სადაც სპორტის სიყვარული ყველას აერთიანებს
-
ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა, რაც მოხდა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს — კობახიძე ლილუაშვილის განაჩენზე ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა, რაც მოხდა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს — კობახიძე ლილუაშვილის განაჩენზე
გადახედვა
-
მთავრობა გეგმავს 2036 წლამდე ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება 2,5-ჯერ გაზარდოს მთავრობა გეგმავს 2036 წლამდე ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება 2,5-ჯერ გაზარდოს
გადახედვა
-
კობახიძე ამბობს, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების არანაირი რესურსი აღარ არსებობს კობახიძე ამბობს, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების არანაირი რესურსი აღარ არსებობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გახარიას პარტიას დრო მივეცით კონსტიტუციურ წყობილების აღიარებისთვის — გავიდა მთელი სესია და არ აღიარეს" ირაკლი კობახიძე: "გახარიას პარტიას დრო მივეცით კონსტიტუციურ წყობილების აღიარებისთვის — გავიდა მთელი სესია და არ აღიარეს"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულადაა აღმოფხვრილი კორუფცია ირაკლი კობახიძე: ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულადაა აღმოფხვრილი კორუფცია
გადახედვა
-
Archi Group-მა და INVIA-მ პარტნიორებთან ერთად Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს Archi Group-მა და INVIA-მ პარტნიორებთან ერთად Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
-
თორნიკე ფაღავა: არც გრიგოლ ლილუაშვილს და არც არავის ბუნებაში “ქართული ოცნების” წინააღმდეგ არაფერი მაკომპრომეტირებელი არა აქვს და ვერ ექნება იმიტომ, რომ არ არსებობს მსგავსი რამ თორნიკე ფაღავა: არც გრიგოლ ლილუაშვილს და არც არავის ბუნებაში “ქართული ოცნების” წინააღმდეგ არაფერი მაკომპრომეტირებელი არა აქვს და ვერ ექნება იმიტომ, რომ არ არსებობს მსგავსი რამ
გადახედვა
-
Visa იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის კამპანიას გლობალური ლიდერი შემოუერთდა Visa იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის კამპანიას გლობალური ლიდერი შემოუერთდა
კომენტარები