აშშ სირიას "ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს" სტატუსს უუქმებს
ამერიკის შეერთებული შტატები ოფიციალურად იწყებს პროცესს, რომელიც სირიისთვის "ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს" (SST) სტატუსის გაუქმებას ითვალისწინებს. აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ საგანგებო განცხადება გაავრცელა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განმარტებით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესს უკვე აცნობა ადმინისტრაციის ამ განზრახვის შესახებ, რაც ვაშინგტონსა და დამასკოს შორის ორმხრივი ურთიერთობების აღდგენისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯია.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, კონგრესისთვის ოფიციალური შეტყობინების გაგზავნის შემდეგ იწყება 45-დღიანი პერიოდი, რომლის ამოწურვის შემდეგაც სირიას აღნიშნული სტატუსი საბოლოოდ მოეხსნება, რაც ქვეყანას საერთაშორისო სანქციებისგან გაათავისუფლებს და ეკონომიკური რეკონსტრუქციის შესაძლებლობას მისცემს.
"დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა აშშ-ის კონგრესს თავისი ადმინისტრაციის განზრახვის შესახებ აცნობა, გააუქმოს სირიისთვის "ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს" (SST) სტატუსი, რაც ძალაში 45-დღიანი წინასწარი შეტყობინების პერიოდის შემდეგ შევა. ეს არის კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯი პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან, რათა სირიელ ხალხს განვითარებისა და წარმატების შანსი მისცეს.
სირიისთვის სანქციების მოხსნა გზას გაუხსნის საერთაშორისო ვაჭრობასა და ინვესტიციებს, მისცემს ქვეყანას აღდგენის შესაძლებლობას და ახალ ფურცელს გადაშლის სირიელი ხალხის ისტორიაში. სტაბილური, ერთიანი სირია, რომელიც მშვიდობიანად თანაარსებობს საკუთარ თავსა და მეზობლებთან, სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ რეგიონს, არამედ მთელ მსოფლიოს.
სტატუსის გაუქმება ეფუძნება პრეზიდენტ ტრამპის 2025 წლის 30 ივნისის აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც სირიისთვის სანქციების შემსუბუქებას ითვალისწინებს. ეს გადაწყვეტილება ასევე უკავშირდება იმ პოზიტიურ ცვლილებებსა და ანტიტერორისტულ ზომებს, რომლებსაც სირიის მთავრობამ მიმართა პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას ხელმძღვანელობით, და თავად პრეზიდენტ ალ-შარაას მიერ წარდგენილ ოფიციალურ გარანტიებს, რომ სირია მომავალში მხარს არ დაუჭერს საერთაშორისო ტერორისტულ აქტებს.
დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი ეტაპია აშშ-სირიის განახლებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და სირიის, როგორც ერის, ისტორიაში. ჩვენ მივესალმებით სირიის მთავრობის მიერ ახალი კურსის აღებას და იმედით ვუყურებთ სირიასთან და მის ხალხთან პარტნიორობის გაღრმავებას", — აღნიშნულია მარკო რუბიოს განცხადებაში.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები