Samsung-ს ნეირომორფულ ჩიპებში ტვინის "მოთავსება" სურს
ბოლო დროს ბევრი რამ კეთდება ტვინისა და კომპიუტერის ინტერფეისების დასაკავშირებლად. მეცნიერებს მთელი მსოფლიოდან მიაჩნიათ, რომ სასურველი შედეგების მისაღწევად მხოლოდ დროა საჭირო. ახლა კი, ცეცხლს Samsung-მა ნავთობი დაამატა. მათი თქმით, ისინი ინოვაციურ მეთოდზე მუშაობენ, რათა ტვინის ნეირონული კავშირების კომპიუტერულ ჩიპებში "კოპირება და ჩასმა" მოახერხონ.
Samsung-ში მიაჩნიათ, რომ შეუძლიათ შექმნან მეხსიერების ჩიპი, რომელიც ტვინის გამოთვლით უნიკალურ მახასიათებლებს მიმსგავსებული იქნება. საუბარია დაბალ სიმძლავრეზე, მარტივი სწავლების შესაძლებლობაზე, გარემოსთან ადაპტაციაზე, ავტონომიასა და შემეცნებაზე.
"ჩვენ გვსურს კომპიუტერების შესაძლებლობები ადამიანის ტვინს მივუახლოვოთ, ეს აქამდე შეუძლებელი იყო", — ამბობენ Samsung-ში.
მეთოდი, რომელიც გამოქვეყნებულია ჟურნალ Nature-ში, იყენებს ნანოელექტროდის მასივს, რომელიც ეფექტურად აღწევს ნეირონების დიდ რაოდენობაში და აღრიცხავს მათ ელექტრულ სიგნალებს. ეს ჩანაწერები შემდეგ გამოიყენება ნეირონული ქსელების რუკის შესადგენად და სხვადასხვა ნერვული კავშირების დეტალურად აღსაწერად. ტვინის ნერვული კავშირების ეს "ასლი" შეიძლება არსებითად "ჩასმული" იყოს მეხსიერების ჩიპში, როგორიცაა მყარი დისკი (SSD) ან ოპერატიული მეხსიერება (RRAM).
ტვინის ინჟინერია
Samsung-ში მიაჩნიათ, რომ ეს მიდგომა ტვინის ნეირომოფრული ინჟინერიის მობრუნება იქნება, რომელიც 1980-იან წლებში დაიწყო. თუმცა, ადამიანის ტვინის კომპლექსურობის გამეორება წარმოუდგენლად რთულია. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ Samsung ამაზე სერიოზულ მუშაობას იწყებს, სავარაუდოდ, ნეირომორფულ ჩიპებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე წელი გვაშორებს.
საბოლოოდ მსგავსი შრომები მნიშვნელოვანია ადამიანის მსგავსი ხელოვნური ინტელექტის შექმნისთვის. და რაც უფრო ახლოსაა, ეს მნიშვნელოვანია ტვინისა და კომპიუტერის ინტერფეისების დასაკავშირებლად. ამან გონებით კომპიუტერების გაკონტროლების საშუალება უნდა მოგვცეს.
როდესაც საუბარია გონების კომპიუტერებთან დაკავშირებაზე, ამავეს ცდილობს ილონ მასკი და მისი კომპანია Neuralink. მასკმა 2019 წელს Neuralink-ის პრეზენტაცია გამართა, რა დროსაც განმარტა, რომ მისი კომპანია ერთ დღეს თავის ტვინის დაავადებების მკურნალობასა და ტვინის კომპიუტერებთან დაკავშირებაში დაგვეხმარება.
ვნახოთ გახდება თუ არა Samsung ილონ მასკის კონკურენტი.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები