მთავარი არხის დაკვეთით ჩატარებული IPSOS-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 64% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 24%-ის აზრით კი, განვითარებას სწორი მიმართულება აქვს.

მთავარი არხის ინფორმაციით, მათი დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში IPSOS-ის მიერ პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით, გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 1 500 რესპოდენტი. კვლევა ჩატარდა 21-დან 25 სექტემბრის პერიოდში. მონაცემების ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 3%-ია.

გაიგეთ მეტი: