თუ კონფლიქტით დაზარალებული დასაქმებული ქალი გახდებოდა ვირუსის პირველწყარო, მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობნენ — ომბუდსმენის ანგარიში
ფოტო: On.ge / დარინა ქამადაძე
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, COVID-19 ის პანდემიის პერიოდში კონფლიქტით დაზარალებული ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობის გაზრდილი რისკები გამოიხატა ფსიქოლოგიური ძალადობის სპეციფიკური ფორმების გაჩენაში, რაც პირდაპირ დაკავშირებულია პანდემიასა და მასთან დაკავშირებულ შეზღუდვებში, კერძოდ გამოიკვეთა, რომ თუ დასაქმებული ქალი გახდებოდა ვირუსის პირველწყარო, ოჯახის სხვა წევრებისთვის, მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდებოდა გენდერული ნიშნით.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ამ შემთხვევაში ქალს ოჯახის წევრები ახსენებდნენ, რომ მისი ადგილი არის სახლში, ხოლო მუშაობა და საჯარო სივრცეებში ყოფნა მის როლთან შეუთავსებელია.
"კონფლიქტით დაზარალებული ქალები საუბრობდნენ ოჯახის წევრების მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, რომელიც გამოიხატებოდა ექიმის და ტესტირების სერვისების მისაწვდომობის შეზღუდვაში, რადგან, სავარაუდო დადასტურების შემთხვევაში, ერთი მხრივ, ოჯახი გახდებოდა კორონავირუსთან დაკავშირებული სტიგმის მსხვერპლი, და მეორე მხრივ, სავალდებულო იზოლაციის გამო ოჯახის სხვა წევრები, რომლებიც დასაქმებული იყვნენ არაფორმალურ ეკონომიკაში, დამოკიდებულნი იყვნენ დღიურ გამომუშავებაზე ან/და დასაქმებულნი იყვნენ სერვისის სფეროში — დაკარგავდნენ შემოსავალს. ამის გამო, ოჯახის მამაკაცი წევრები, როგორც გადაწყვეტილების მიმღებები, უკრძალავდნენ ქალებსა და გოგოებს ჯანდაცვის სერვისით სარგებლობას და ტესტირებას, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ოჯახის რომელიმე წევრს დადასტურებულად ჰქონდა კავშირი ინფიცირებულთან ან/და ჰქონდა კორონავირუსის აშკარა სიმპტომები", — აღნიშნულია კვლევაში.
ანგარიშის მიხედვით, კორონავირუსთან, მისი პრევენციის საშუალებებთან და გამკლავების ღონისძიებებთან დაკავშირებით, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა სათანადოდ ინფორმირებული არაა, რაც ვირუსთან, მისი გავრცელების გზებთან და თვითმკურნალობის მეთოდებთან დაკავშირებით მითების გავრცელებას უწყობს ხელს.
"განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს, დევნილი ქალებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქალების ინფორმირებულობა. ინფორმაცია შედარებით მისაწვდომია ახალგაზრდებისთვის, რადგან მათ წვდომა აქვთ ინტერნეტზე. ხოლო შუახანს გადაცილებულ მოსახლეობას არ აქვს ვირუსის, მისი გავრცელების, ან მასთან გამკლავების საშუალებების შესახებ ინფორმაცია. რაც შეეხება პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, შეზღუდვებთან დაკავშირებით მოსახლეობას ინფორმაცია ძირითადად ერთმანეთისგან აქვს. გალში, ხალხს ინფორმაციას შეზღუდვების შესახებ, ძირითადად, სკოლა და მედპუნქტი აწვდის, ხოლო როცა სკოლა და მედპუნქტი დახურულია, ინფორმაციის გარკვეული ვაკუუმი იქმნება", — ამბობენ ისინი.
მათივე ცნობით, ინტერნეტზე წვდომა, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, პრობლემას წარმოადგენს, უხარისხო ინტერნეტსა და ფინანსური მიუწვდომლობის გამო, რაც ასევე, ართულებს განათლების ხელმისაწვდომობას.
ამას გარდა, პრობლემას წარმოადგენდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებსა და ოკუპირებულ რეგიონებში საკვებსა და მედიკამენტებზე მისაწვდომობა, განსაკუთრებით პრობლემური ამ მხრივ მდგომარეობა ახალგორშია, სადაც არსებული ჰუმანიტარული კრიზისი პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა და გალში, სადაც ძირითადი საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი და მედიკამენტები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შედიოდა, თუმცა ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის შემდეგ შეიქმნა დეფიციტი საბაზისო პროდუქტებზე და მათი ფასები გაძვირდა ტრანსპორტირების გაზრდილი ხარჯების გამო, რაც განსაკუთრებით მძიმედ ხანდაზმულ, სოციალურად დაუცველ და ღარიბ მოსახლეობაზე აისახა.
"დევნილთა კომპაქტური დასახლების უმეტეს ადგილას და ოკუპირებული გალის რაიონის უმეტეს სოფლებში ასევე პრობლემაა სუფთა, სასმელ წყალზე მისაწვდომობა. ვინაიდან ოჯახის წევრების სისუფთავეზე, საკვებითა და სასმელი წყლით უზრუნველყოფაზე ძირითადად ქალები არიან პასუხისმგებელნი, მათ უხდებათ წყლის წყაროებიდან მოზიდვა. აღნიშნული ასევე დაკავშირებულია ვირუსის გადადების გაზრდილ რისკთან, რადგან ქალებს უწევთ წყლის რიგში დგომა, სადაც, ხშირად, არ არის დაცული შესაბამისი რეკომენდაციები (დისტანცია, პირბადის ტარება და ა.შ.)", — აღნიშნულია ანგარიშში.
მათივე ცნობით, მისაწვდომობის ყველაზე დიდ ბარიერად მობილობის შეზღუდვა სახელდება, ეს კი ყველაზე ცუდად ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მაცხოვრებელ ქალებსა და გოგოებზე აისახება. მათ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვისა და მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის გამო, რაიონულ ცენტრებში უწევთ გადაადგილება, რადგან ამ სოფლებში უმეტესწილად არ არსებობს გამართული ინფრასტრუქტურა და მაცხოვრებლებს სხვადასხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის მომსახურების მისაღებად.
"აღნიშნული შეზღუდვის შედეგად, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიოდნენ სასწავლებლად, სწავლების პროცესის მიღმა დარჩნენ, ხოლო ის სტუდენტები, რომლებიც 2020 წლის სექტემბერში, ორმხრივი ჩართულობის შედეგად იქნენ გადმოყვანილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სწავლის გასაგრძელებლად, მობილობის შეზღუდვისა და ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, სწავლის გაგრძელებისა და საცხოვრებლის პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ", — ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში.
ანგარიშში კონფლიქტით დაზარალებული ქალების მთავარ პრობლემად ჯანდაცვის სერვისებზე შეზღუდული მისაწვდომობა სახელდება პანდემიის პერიოდში. მათი თქმით, თითქმის არარსებული ფიზიკური ინფრასტრუქტურისა და დატვირთული მენტალური მემკვიდრეობის გამო, კონფლიქტით დაზარალებულ ქალებს უფრო უჭირთ ისეთ მოვლენებთან გამკლავება, როგორიცაა პანდემია, ვინაიდან ქალები, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს ან რომლებმაც ვირუსის გამო ახლობელი ადამიანები დაკარგეს, ამბობენ, რომ ამ მოვლენებმა მათ ის შიშები და დაუცველობის განცდა განუახლა, რაც ისედაც ჰქონდათ კონფლიქტის შედეგად.
ამასთანავე, კვლევაში ვკითხულობთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში პრობლემას წარმოადგენდა ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის სერვისის მიღება, პანდემიამდე კი ეს შესაძლებელი იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ერთადერთი გამშვები პუნქტის ჩაკეტვის შემდეგ ქალებს ორსულობის შეწყვეტა კუსტარულად დამზადებული საშუალებებით უხდებათ, რაც ქალის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება. მათივე ცნობით, მედიკამენტოზური აბორტი, ასევე, მიუწვდომელია და შესაძლებელია მხოლოდ ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მაპროვოცირებელი მედიკამენტის მხოლოდ "ნაცნობობით შოვნა".
სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს:
- უზრუნველყოფილ იქნას კონფლიქტით დაზარალებული, განსაკუთრებით კი დევნილი ქალების სრულფასოვანი ჩართვა ამ პროცესებში. კერძოდ, მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილ იქნას კონფლიქტით დაზარალებული ქალების სამშვიდობო პროცესებში ჩართულობა საკმარისად ხანგრძლივად, რათა მათ შეძლონ კონსულტირება გაუწიონ, გააანალიზონ და წვლილი შეიტანონ სამშვიდობო ფორმატის რეკომენდაციებისა და თანხმობის მიღწევის პროცესში;
- უზრუნველყონ კონფლიქტით დაზარალებული ქალებისთვის, ინფორმაციის წინასწარ მიწოდება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც განიხილება მოლაპარაკების მაგიდაზე, რათა მონაწილე ქალებმა ეფექტიანად შეძლონ მათი ჯგუფის ინტერესების წარმოჩენა;
- მოხდეს კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგაიზაციების მუდმივი ინფორმირება, სამშვიდობო პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებით და მოეწყოს შეხვედრები ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
კომენტარები