ინდოეთის ტოპ საფინანსო აპლიკაცია PhonePe მილიარდობით ტრანზაქციის შესახებ ინფორმაციას ასაჯაროებს
PhonePe-მ, ინფოეთის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ციფრული გადახდების სისტემამ, სამშაბათს Pulse გამოუშვა, პროდუქტი, რომელიც ნებისმიერ მსურველს უზიარებს მონაცემებს, თუ როგორ მოიხმარენ ადამიანები მსოფლიოს ნომერ მეორე ყველაზე დიდ საგადახდო სისტემას.
PhonePe-ს თქმით, ისინი გვიზიარებენ ინფორმაციას 22 მილიარდი ტრანზაქციის შესახებ, რომელიც ყოველწლიურად მათი აპლიკაციის გავლით ხდება.
Pulse გვთავაზობს წარმოუდგენლად საიტნერესო ინფორმაციას, რომელიც დაგვეხმარება გავიგოთ ციფრული გადახდების არხების, სხვადასხვა საფინანსო სერვისებისა და ტრანზაქციების შესახებ, რომლებიც ინდოეთში ხორციელდება.
სტარტაპი ამ მონაცემებსა და ანალიზს პერიოდულად, წელიწადში ერთხელ დიდი რეპორტის სახით წარადგენს ხოლმე. მომხამრებელთა მონაცემები და პირადი ინფორმაცია სრულად დაშიფრული იქნება და მათ ამით არანაირი საფრთხე არ შეექმნებათ.
PhonePe-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, სამეერ ნიგამი ამბობს, რომ API-ების დახმარებით ეს სტატისტიკები აკადემიკოსებისთვის, ანალიტიკოსებისთვის, მთავრობებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.
გასული 5 წლის განმავლობაში, ონლაინ გადახდებისა და გადარიცხვების სისტემები 100 მილიონზე მეტმა ინდოელმა აითვისა. უნიფიცირებული გადახდის სისტემები ინდოეთში ანგარიშსწორების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზაა და მათი 40% სწორედ PhonePe-ს გავლით ხდება.
პოპულარული ხდება სმარტფონით გადახდებიც, ინდოეთი ძალიან სწრაფად ითვისებს Apple Pay-ს, Google Pay-ს და სხვა მსგავს სერვისებს. Credit Suisse-ს მიხედვით, 2023 წლისათვის, მობილური გადახდების სისტემების საბაზრო წილი ინდოეთში 1 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.
კომენტარები