ხელოვანმა ცნობილი ქართული ფილმები და სერიალები მინიმალისტურ ვიდეოებად აქცია
შუა ქალაქში, ცხელი ძაღლი, ცისფერი მთები, ჩემი ცოლის დაქალები, შერეკილები — ეს იმ ქართული ფილმებისა და სერიალების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ქართველი მაყურებლის სიყვარული და ყურადღება არასდროს მოჰკლებია. ამჯერად ჩვენმა საყვარელმა პერსონაჟებმა ტელეეკრანებიდან ხაზოვან ხელოვნებაში გადაინაცვლეს: გიგი მინდიაშვილმა გადაწყვიტა, მაყურებლის საყვარელი პერსონაჟები და ისტორიები მინიმალისტური ვიდეოებით გაეცოცხლებინა.
გიგი მინდიაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლობს. ხელოვნება მისი ჰობია და თავისუფალ დროს სხვადასხვა პროგრამებში საინტერესო ვიდეოებისა და ფოტოების შექმნას უთმობს. ამასთან, ქართული ფილმები და სერიალებიც აინტერესებს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, ორი გატაცება გაეერთიანებინა და საყვარელი ფილმებისა და სერიალების მიხედვით მინიმალისტური ვიდეოები შეექმნა.
"ჩემთვის ორმაგად სასიამოვნოა ის ფაქტი, როდესაც რაიმე ახალი და ქართული იქმნება. ვფიქრობ, ქართველებს ხელოვნების კუთხით ამოუწურავი მასალა გვაქვს, რომელსაც ადამიანზე საკმაოდ დიდი შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლია. მეც ამ შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, რასაც ჩემი ვიდეოების საშუალებით გადმოვცემ", — ამბობს გიგი.
გიგი ვიდეოებში იმ კადრებსა და მომენტებს აცოცხლებს, რომლებმაც მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინეს:
"ყველა სერიალსა თუ ფილმს აქვს თავისი დამახასიათებელი დეტალი: მსახიობი, რომელმაც თავისი უბადლო შესრულებით დიდი შთაბეჭდილება დატოვა შენზე, მუსიკა და სხვა. ეს ყველაფერი ჩემს გონებაში დიდხანს რჩება. ამ დეტალების არჩევა და შემდგომ ვიდეოს გაკეთება სასიამოვნო და მარტივი პროცესია", — ამბობს გიგი.
ეკრანზე ნანახი პერსონაჟები, მუსიკა და დასამახსოვრებელი მომენტები საბოლოოდ ხაზოვანი ხელოვნების სახეს იღებენ და ამბავს მოკლე, მინიმალისტური ვიდეოებით გვიყვებიან.
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
კომენტარები