ფიზიკოსებმა ბირთვული სინთეზით ენერგიის რეკორდული რაოდენობა წარმოქმნეს
სამშაბათს ბირთვული ფიზიკის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ფეხბურთის სამი მოედნის ზომის ლაზერების გამოყენებით, ბირთვული სინთეზისგან ენერგიის უზარმაზარი რაოდენობა წარმოქმნეს, რაც შესაძლოა ენერგიის ახალი, სუფთა წყაროს შექმნას მოასწავებდეს.
ექსპერტებმა ლაზერის თითქმის 200 სხივის გიგანტური წყება პატარა წერტილზე მიმართეს, რათა ენერგიის უზარმაზარი ნაკადი შეექმნათ — იმაზე 8-ჯერ მეტი, ვიდრე ოდესმე.
მიუხედავად იმისა, რომ ენერგია ძალიან ცოტა ხნით — მხოლოდ წამის 100 მეტრილიონედით — შენარჩუნდა, ამან მეცნიერები სინთეზის თვითაალების სანუკვარ მომენტამდე მიიყვანა — მოვლენა, როცა იმაზე მეტი ენერგია წარმოიქმნება, ვიდრე დაიხარჯა.
"შედეგი ისტორიული მნიშვნელობის მქონე წინსვლაა სინთეზის ინერციული გაფანტვისგან დაცვის კვლევისთვის", — განაცხადა კიმ ბუდილმა, დირექტორმა ლოურენს ლივერმორის ეროვნულ ლაბორატორიაში, რომელიც აალების სახელმწიფო მოწყობილობას (NIF) ამუშავებს კალიფორნიაში, სადაც ამ თვეში ექსპერიმენტი ჩატარდა.
ბირთვულ სინთეზს ზოგიერთი მეცნიერი მომავლის პოტენციურ ენერგიად აღიქვამს, ვინაიდან მცირე ნარჩენსა და არც ერთ სათბურის აირს არ წარმოქმნის.
მოვლენა განსხვავებულია ატომის ბირთვის გახლეჩისგან, რომელსაც ბირთვულ ელექტროსადგურებში იყენებენ, სადაც მძიმე ატომის ბირთვის კავშირები წყდება და ენერგია გამოიყოფა. ბირთვების სინთეზის პროცესი კი მაშინ ხდება, როცა ორი მსუბუქი ატომის ბირთვი "უღლდება", რათა მძიმე ბირთვი წარმოქმნას, რაც ვარსკვლავებში, მათ შორის მზეშიც მიმდინარეობს.
მოცემულ ექსპერიმენტში მეცნიერებმა წყალბადის ორი იზოტოპი გამოიყენეს და ჰელიუმი წარმოქმნეს.
"NIF-ის გუნდებმა არაჩვეულებრივი რამ გააკეთეს", — თქვა პროფესორმა სტივენ როუზმა, ლონდონის იმპერიული კოლეჯის კვლევითი ცენტრის თანახელმძღვანელმა — "ეს 1972 წელს მისი დასაწყისიდან ყველაზე მნიშვნელოვანი წინსვლაა ინერციულ სინთეზში".
თუმცა, ჯერემი ჩიტენდენის გაფრთხილებით, რომელიც ლონდონის იმავე ცენტრის თანახელმძღვანელია, მეთოდის ენერგიის გამოყენებად რესურსად ქცევა ადვილი არ იქნება. მისი თქმით, იდეის ელექტრული ძალის განახლებად წყაროდ გარდაქმნა, ალბათ, ხანგრძლივი პროცესი იქნება და მნიშვნელოვან ტექნიკურ გამოწვევებსაც წამოაყენებს.
კომენტარები