10 მიზეზი, რის გამოც ზაფხული საუკეთესო სეზონია
წელიწადის დროებს საკუთარი ხასიათი აქვთ და მათ შორის ყველაზე გამორჩეული ზაფხულია — ეს ხომ მხიარული, სიცოცხლის მოყვარე და თავგადასავლების მაძიებელი სეზონია, რომელიც ახალ ამბებთან შესაგებებლად მუდამ გიხმობს.
თუ ზაფხულის ხვატს არ დაემალები და ჯადოსნურ სითბოს გულს გაუღებ, შეუდარებელ სასიცოცხლო ძალას აღმოაჩენ, რომელიც ცხოვრებას თავიდან შეგაყვარებს და თვალწინ დაგიტრიალებს ყველა სანუკვარ მოგონებას, რასაც წლების განმავლობაში სათუთად უფრთხილდებოდი. მიხვდები, რომ სულ შენთანაა დაუვიწყარი ამბები, ადამიანები, შეგრძნებები, რომლებსაც დრო ვერაფერს აკლებს და ადგილები, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე ცხადად გემახსოვრება.
თიბისის ახალი კამპანია — #სულშენთანაა სწორედ ზაფხულის შეუდარებელ ხასიათს ხელახლა შეგვახსენებს. მერე რა რომ აგვისტოც თითქმის მიიწურა. აქ. ახლა, დაე, დაიწყოს ყველაზე გრძელი ზაფხული!
და მაინც, რატომაა ზაფხული წელიწადის საუკეთესო დრო?
1. ზაფხული განახლების სეზონია
ზაფხული მხოლოდ 92 ცხელი დღე კი არ არის, ეს იდეაა, რომელიც განახლებას გულისხმობს. სწორედ ამ დროს ვახერხებთ წარსული გამოცდილებების გადაფასებას, დამღლელი თვეების შემდეგ ცოტა ხნით ამოსუნთქვას და იმ ძალისხმევისთვის თვალის გადავლებას, რომელიც მიზნის მისაღწევად, სიმშვიდის მოსაპოვებლად და გარშემომყოფთა კეთილდღეობისთვის გავწიეთ.
ზაფხულის შვებულების დასრულებისთანავე ახალი ციკლი იწყება, რომელიც მომდევნო ზაფხულამდე გრძელდება, მაგრამ წელიწადის ყველა დღეს თუ ზაფხულით შეავსებ და გრძელ ზამთარშიც კი სიახლეებზე იფიქრებ, ყველაფერი ბევრად მარტივი მოგეჩვენება.
2. და მუდმივი თავგადასავლების
საქმით გადატვირთვა და მუდმივი ფუსფუსი ზრდასრულების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თანაც იმდენად დიდი ნაწილი, რომ ხშირად სილაღე, გულიანი სიცილი და ცხოვრებით ტკბობა გვავიწყდება. არადა, თავგადასავლები ხომ ყველაზე დიდ ძალას გვმატებენ და ცხოვრებით ტკბობის მნიშვნელობას გვახსენებენ.
თავგადასავალი მხოლოდ განვლილი კილომეტრებით და ადრენალინის დონით კი არ იზომება, ეს არის ყველა შესაძლებლობა, როცა წინასწარ დასახულ გეგმებს ცოტა ხნით მაინც დაივიწყებ, საზრუნავს მოწყდები და მხოლოდ სიამოვნებაზე იფიქრებ. ზაფხული ყველაზე მეტად გვანდომებს თავგადასავლებს, ამიტომ გამოიყენე შესაძლებლობა, ცოტა ხნით მაინც დაივიწყე საქმეები და დრო აღმოჩენებს დაუთმე ან სულაც არაფრის კეთებით დატკბი.
3. მონატრებულ მეგობრებთან ერთად ყოფნის დროა
და თუ უფრო მეტი გინდა, ვიდრე არაფრის კეთებით მოპოვებული აღტაცებაა, შეეხმიანე მონატრებულ (და აცრილ) მეგობრებს და მათთან ერთად დაუვიწყარი შაბათ-კვირა დაგეგმე. ქალაქგარეთ წადით და ტყეში იხეტიალეთ ან იქნებ, მდინარეზე ცურვას ამჯობინებ? იმ მოგონებებს გადაავლეთ თვალი, რომლებმაც დაგაახლოვათ და კიდევ ერთხელ გაიმეორეთ ისინი.
4. და ოჯახის წევრებთან უფრო დაახლოების
წლებთან ერთად ისეთ ახლო ადამიანებთანაც კი ნელდება კავშირი, როგორებიც ოჯახის წევრები არიან. ნელ-ნელა ქვეყნის თუ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ვიფანტებით და უკეთესი მომავლისთვის შრომაში ვებმებით, მაგრამ აწმყოს ნუ დაივიწყებ. შემოიკრიბე უახლოესი ადამიანები, შეეხმიანე და უთხარი, რომ თუნდაც დიდი დისტანციის მიუხედავად, სულ შენთან არიან. დაგეგმე მშვიდი ოჯახური საღამო, რომელიც ხელახლა გააცოცხლებს იმ დროს, როცა ყველანი ერთად იყავით.
5. ზაფხული ხომ საკუთარ თავზე ზრუნვის სეზონია
და რაც მთავარია, ნუ დაივიწყებ საკუთარ თავს, ყველაფერს, რაც პირად სიამოვნებას განიჭებს. ზაფხულის ცხელ დღეებში მაინც, როცა ირგვლივ ცხოვრება დუღს, გამონახე ერთი დღე და საკუთარი თავი გაანებივრე. მადლობა გადაუხადე სხეულს, რომელიც ერთგულად გემსახურება, გონებას, რომელიც მუდამ ათასი თავსატეხის ამოხსნას ცდილობს და აგრძნობინე, რომ ყველაზე და ყველაფერზე მეტად გიყვარს. დაგეგმე მხოლოდ საშენო თავგადასავალი, დააგროვე პირადი მოგონებები, რომლებსაც არავის გაუზიარებ.
6. წასაკითხ წიგნებთან განმარტოების დროა
მოზარდობისას თუ სტუდენტობისას წაკითხული წიგნები და კითხვით მოგვრილი სიამოვნება ყველას ცხადად გვახსოვს. ზაფხული კი საკითხავად საუკეთესო სეზონია, ამიტომ დროა, თაროდან სამი მუშკეტერი თუ პეპი გრძელწინდა გადმოიღო ან ზაფხულის საუკეთესო საკითხავს გადაავლო თვალი, მოიმარაგო წიგნები და ახალი თუ ძველი თავგადასავლების გაცნობის ბედნიერება კიდევ ერთხელ განიცადო.
7. და ნაცნობი ადგილების ფეხით შემოვლის შესაძლებლობა
ბავშვობისას გავლილ გზებზე, სტუდენტობისას შემოვლილ ქუჩებზე და ღირსშესანიშნავ ადგილებში რამდენი ხანია ფეხი აღარ დაგიდგამს? უკეთეს მომენტს ნუღარ დაელოდები, გაიხსენე ნაცნობი ადგილები და ზაფხულის ცხელი დღის მიწურულს, როცა მზე ძალას კარგავს, კიდევ ერთხელ მოიარე შენი წარსული. ასე არნახულ ძალებს მოიკრებ.
8. ზაფხულის მზის სხივებში გახვევას ხომ არაფერი შეედრება
ზაფხულში, როცა მზე ზენიტშია და სხივები ყველაზე მწველი, მათთვის თვალი გაგისწორებია? თუ მსგავს მომენტებს ჩრდილში ემალები, სულ რამდენიმე წამით მზეს მიეფიცხე და სამყარო დაივიწყე. აუცილებად იგრძნობ, როგორ გავსებს სითბო და დაქანცულ სხეულს სასიცოცხლო ძალა უბრუნდება. ზაფხულის მზე ჯადოსნურია და სასწაულების მოხდენა შეუძლია, ამიტომ დროა, მზის სხივებთან ცეკვა ისწავლო.
9. და ზაფხულის წვიმასაც სულ სხვა ეშხი აქვს
ზაფხულის სიცხით ალავარდნილ დედამიწას როცა დიდი ხნის ნანატრი წვიმა სტუმრობს, ჰაერში სამყაროს სუნი იწყებს ტრიალს და გაჯერებს, რომ ჩვენ ირგვლივ არსებული ყველა წვრილმანი ერთმანეთთან უხილავი ძაფებითაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, ზაფხულის წვიმას არაფერი შეედრება და შენც შეგიძლია ამ ურღვევი კავშირის ნაწილად იგრძნო თავი, უბრალოდ, როგორც კი წვიმის ხმას გაიგებ, შეჩერდი და იდილიით ბოლომდე დატკბი.
10. და ბოლოს, ეს ის სეზონია, როცა ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია
თუ მთების გადადგმა, სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა ან წარსულის, აწმყოსა და მომავლის ერთ წერტილში თავმოყრა გინდა, ზაფხული ყველა სხვა სეზონზე მეტად გაჯერებს, რომ შენ ეს შეგიძლია. იქნებ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, იქნებ იმის გამო, რომ ზაფხულში ბავშვობის ბედნიერი მომენტები ყველაზე მეტად გვახსენებს თავს და ვხვდებით, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის?! რაც უნდა იყოს მიზეზი, ზაფხული ის დროა, როცა ყველაფერი ბევრად მარტივი ხდება, როცა სამომავლო გეგმების დაწყობა მარტივია და როცა ყველაფერი, რაც გიყვარს, სულ შენთანაა.
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
კომენტარები